ფილიპ კინდრედ დიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპ კინდრედ დიკი
Philip k dick drawing.jpg
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი 1928(1928-12-16)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ[6]
გარდ. თარიღი 2 მარტი 1982(1982-03-02)[1] [2] [3] [4] [5] (53 წელი)
გარდ. ადგილი სანტა-ანა, კალიფორნია, აშშ[6]
დასაფლავებულია ფორტ-მორგანი
ფსევდონიმი Richard Phillipps და Jack Dowland
საქმიანობა რომანისტი, ესეისტი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ბერკლის უმაღლესი სკოლა
ჟანრი სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურა და სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus უბიკი, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?, კაცი მაღალ კოშკში, ბუნდოვნად, სკანერში, იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა და ვალისის ტრილოგია
ჯილდოები ჯონ კემბელის მემორიალური ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური რომანისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, სამეცნიერო ფანტასტიკის დიდების დარბაზი, BSFA-ის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის[7] და Kurd Lasswitz Award for best foreign work
შვილ(ებ)ი ისა დიკ ჰეკეტი
ხელმოწერა Philip K Dick signature.svg

ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას. მის ნაშრომებში ასახული იყო ავტორის დაინტერესება მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემების მიმართ. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

ფილიპ დიკი დაიბადა ჩიკაგოში. მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეუდგა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაშრომების გამოცემას 1950-იანებში. 1962 წელს გამოსცა „ალტერნატიული ისტორიული“ რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, სადაც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს. დედამიწას ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავს. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რისთვისაც გადაეცა ჰიუგოს პრემია. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.[8]

1965 წელს გამოსცა რომანი „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. რომანის მოქმედება XXI საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალისტური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის. 1965 წელს რომანმა მიიღო ნებულას ჯილდოს ნომინაცია.[9]

რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ 1968 წელს გამოსული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ანდროიდებზე მონადირის ისტორიას. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.

საერთო ჯამში გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა, რომელთა უმეტესობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალებში.[10] მისი რომანების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „განსხვავებული აზრი“ (2002), „ბუნდოვნად, სკანერში“ (2006), „რეალობის შემცვლელნი“ (2011) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Precious Artifacts : A Philip K. Dick Bibliography, United States of America and United Kingdom Editions, 1955 – 2012. Compiled by Henri Wintz and David Hyde. (Wide Books 2012). www.wide-books.com
  • Precious Artifacts 2: A Philip K. Dick Bibliography, The Short Stories, United States, United Kingdom and Oceania, 1952 – 2014. Compiled by Henri Wintz and David Hyde (Wide Books 2014). www.wide-books.com

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 NooSFere
  6. 6.0 6.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118678175 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. https://bsfa.co.uk/bsfa-awards/
  8. https://www.theguardian.com/tv-and-radio/2015/nov/20/the-man-in-the-high-castle
  9. 1965 Award Winners & Nominees. Worlds Without End. წაკითხვის თარიღი: 2009-09-27.
  10. Kimbell, Keith. Ranked: Movies Based on Philip K. Dick Stories. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 20 ნოემბერი, 2013