ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
James Fenimore Cooper by Jarvis.jpg
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი 1789(1789-09-15)[1][2]
დაბ. ადგილი ბერლინგტონი
გარდ. თარიღი 14 სექტემბერი 1851(1851-09-14)[1][2] (61 წელი)
გარდ. ადგილი კუპერსტაუნი
საქმიანობა მწერალი[3], ოფიცერი, რომანისტი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა აშშ
ჟანრი სათავგადასავლო ლიტერატურა
Magnum opus უკანასკნელი მოჰიკანი
შვილ(ებ)ი სუზან ფენიმორ კუპერი
ხელმოწერა Appletons' Cooper James Fenimore signature.jpg
James Fenimore Cooper ვიკისაწყობში

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი, 1789 – გ. 14 სექტემბერი, 1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა.[4] ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.

13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო,[5] ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა.[6] ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდეარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული.[4][7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118676865 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 27 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #118676865 // Integrated Authority File შემოწმებული ივნისი 25 2015:
  4. 4.0 4.1 Hale, Edward Everett (1896), Illustrious Americans, Their Lives and Great Achievements. გვ.657.
  5. Biography of James Fenimore Cooper (1789-1851).
  6. Biography of James Fenimore Cooper. readprint.com.
  7. Franklin, Wayne (2007), James Fenimore Cooper: The Early Years, Volume 1, გვ.101.