მარიო პიუზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიო პიუზო
Bert Fields and Mario Puzo.jpg
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი 1920(1920-10-15)[1][2]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[3]
გარდ. თარიღი 2 ივლისი 1999(1999-07-02)[1] (78 წელი)
გარდ. ადგილი ლონგ-აილენდი
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი, მწერალი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი
ჟანრი დეტექტივი
Magnum opus ნათლია
ჯილდოები აშშ-ის სცენარისტთა გილდიის პრემია, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის
ხელმოწერა Mario Puzo signature.svg
საიტი mariopuzo.com
Mario Puzo ვიკისაწყობში

მარიო პიუზო (ინგლ. Mario Puzo; დ. 15 ოქტომბერი, 1920 — გ. 2 ივლისი, 1999) — ორი ოსკარის მფლობელი იტალო–ამერიკელი ავტორი და სცენარისტი. სახელი გაითქვა თავისი რომანით „ნათლია“, რომელშიც მოთხრობილია მაფიის ცხოვრება. რომანის მიხედვით რეჟისრომა ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო ფილმი (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი სწავლობდა ნიუ ორკის სოციალური კვლევის ახალ სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომის წლებს, რომლის დროსაც იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში. 20 წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში ამერიკასა და სხვადასხვა ქვეყნებში.1963 წლიდან დაიწყო მუშაობა უშტატო ჟურნალისტად.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ნაწარმოები "წყვდიადის არენა" გამოქვეყნდა 1955 წელს, რომელიც აღწერს ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრებას. შემდგომი რომანი იყო "ბედნიერი ფურცელი" რომელიც ასახავს იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში "დიდი დეპრესიის" დროს.ეს ნაწარმოები გამოიცა ამერიკაში 1965 წელს. მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა "ნათლი მამამ".ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო კალერს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო.1970-იან წლებში "ნათლი მამა" მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში წარმატება მოუტანა. 1972 წელს ამერიკელმა კინოეჟისორმა ფრენსის ფორდ კაპოლამ გადაიღო მხატრული ფილმი "ნათლი მამა" მარიო პიუზოს სცენარით, რომელშიც მონაწილეობენ მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო და სხვა მსახიობები.

მარიო პიუზო საუკეთესო სცენარებისათვის დაჯილდოებულ იქნა ორჯერ ოსკარის ნომინაციით. იგი გარდაიცვალა 1999 წლის 2 ვლისს, 79 წლის ასაკში ბეი-შოურში.

სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118743023 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 27 2014:
  2. data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #118743023 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 11 2014: