შინაარსზე გადასვლა

კურტ ვონეგუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურტ ვონეგუტი
ინგლ. Kurt Vonnegut, Jr.
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1922(1922-11-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ინდიანაპოლისი, აშშ[1]
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 2007(2007-04-11)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] [15] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ[1]
ფსევდონიმი Mark Harvey[17]
საქმიანობა მწერალი[14] [18]
ენა ამერიკული ინგლისური
ეროვნება გერმანელი ამერიკელები[19]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, ტენესის უნივერსიტეტი და Shortridge High School
ჟანრი სატირა[20] , სამეცნიერო ფანტასტიკა, surreal humour, absurdist literature, პოსტმოდერნული ლიტერატურა, მემუარები და commencement speech
Magnum opus სარწეველა ფისოსთვის[21] , სასაკლაო-5[22] და Breakfast of Champions[23]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[24] , მეწამული გული[25] , წიგნების ეროვნული პრემია[26] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის, Eugene V. Debs Award[27] , მონდელოს პრემია[28] , წლის ჰუმანისტი[29] , კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[30] , სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი[31] და პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი[32]
მეუღლე Jane Vonnegut Yarmolinsky და Jill Krementz[33]
შვილ(ებ)ი Mark Vonnegut[34] და Edith Vonnegut[34]
ნათესავ(ებ)ი Steve Adams
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი vonnegut.com

კურტ ვონეგუტი (ინგლ. Kurt Vonnegut; დ. 11 ნოემბერი, 1922, ინდიანაპოლისი — გ. 11 აპრილი, 2007, მანჰეტენი) — ამერიკელი სატირიკოსი მწერალი.

დაიბადა 1922 წლის 11 ნოემბერს აშშ-ში, ინდიანაპოლისში, შეძლებული გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა შორტრიჯის საშუალო სკოლა და მამის კატეგორიული მოთხოვნით, სწავლა განაგრძო კორნელის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. მამა ფიქრობდა, რომ შვილის გატაცება ლიტერატურით, ფილოსოფიითა და ისტორიით, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა. კურტმა უნივერსიტეტში მხოლოდ სამი წელი დაჰყო, თავისი დროის უდიდეს ნაწილს ის სტუდენტურ გაზეთს „The Cornell Daily Sun“ უთმობდა.

დიდი დეპრესიის პერიოდში ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ამავე პერიოდში კურტის დედას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, 1944 წელს კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. კურტისთვის ეს დიდი სტრესი იყო.

მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ, კურტი მოხალისედ წავიდა ჯარში, არდენის სპეცოპერაციისას ის ტყვედ აიყვანეს და ჯერ ბერლინში, ხოლო მოგვიანებით დრეზდენის შრომით ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი ცხოველთა სასაკლაოს ტერიტორიაზე იყო. სასაკლაოს ჰქონდა სარდაფი და სწორედ ამ სარდაფის წყალობით გადაურჩა ვონეგუტი სიკვდილს, როდესაც დრეზდენი მიწასთან გაასწორეს. ეს მოვლენები მის ბევრ წიგნში აისახა, განსაკუთრებით კი რომანში „სასაკლაო 5“. ვონეგუტი ტყვეობიდან 1945 წლის მაისში წითელარმიელებმა გაათავისუფლეს.

ომის შემდეგ კურტმა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად მუშაობდა რეპორტიორ-პოლიციელად ჩიკაგოს ახალი ამბების ბიუროში. ვონეგუტმა არც მაგისტრატურა დაასრულა ბოლომდე, რადგან მისი ნაშრომი „Fluctuations between Good and Evil in Simple Tales“ არ მიიღეს. მოგვიანებით, 1971 წელს მას მიანიჭეს ანთროპოლოგიის აკადემიური ხარისხი რომანისთვის „სარწეველა ფისოსთვის“.

კურტ ვონეგუტი გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს, დაცემის შედეგად განვითარებული ქალა-ტვინის ტრავმით.

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ედინბურგის გაზეთში „The Sunday Herald“ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც წერდა: „როგორი კორუმპირებული, ხარბი და უგულოც არ უნდა გახდეს ჩვენი მთავრობა, კორპორაციები, მასმედია, რელიგიური თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები, მუსიკა მაინც მშვენიერი იქნება. თუ ოდესმე მოვკვდები (ღმერთმა დამიფაროს), ეს იყოს ჩემი ეპიტაფია: „მისთვის ღმერთის არსებობის აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულება მუსიკა იყო“.

კურტ ვონეგუტის სახელი 1999 წლის 11 ნოემბერს აღმოჩენილ ასტეროიდს (25399) დაარქვეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118770306 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. Sumner G. Vonnegut, Kurt, Jr. (11 November 1922–12 April 2007), writer and social activist // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2018. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1603912
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  12. 12.0 12.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 abART
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. http://www.nytimes.com/2007/04/11/books/11cnd-vonnegut.html?_r=2&hp&oref=slogin&oref=slogin
  17. We Are What We Pretend To Be: The First and Last WorksVanguard Press, 2012. — ISBN 9780306822780
  18. Indiana Authors and their Books, 1917-1966 / D. E. ThompsonWabash College, 1974.
  19. Stories of the Hoosier State: Two Centuries of Indiana Literature(untranslated).
  20. Griffith S. J. The Moral Egotist: Evolution of the Style in Kurt Vonnegut's Satire
  21. Self J. ‘If masterpiece means anything, it means Cat’s Cradle’: the Kurt Vonnegut novels everyone should read — 2022. — ISSN 1756-3224; 1354-4322; 0261-3077
  22. "I've too damned much to say": Kurt Vonnegut, World War II, and Slaughterhouse-Five — 2020.
  23. Encyclopædia Britannica
  24. Guggenheim Fellows database
  25. Dalton C. M. Treasures of the Kurt Vonnegut Memorial Library
  26. https://www.nationalbook.org/books/slaughterhouse-five-or-the-childrens-crusade/
  27. Eugene V. Debs Award
  28. L'Albo d'Oro dei vincitori
  29. Petersen J. Vom Leichenschürfen im Schlachthaus — 2021.
  30. Chicago Public Library Foundation Awards
  31. 2015 SF&F Hall of Fame Inductees & James Gunn Fundraiser — 2015.
  32. The Prometheus Awards: A Brief History
  33. Fehrman C. The Last Word — 2011.
  34. 34.0 34.1 Biography(untranslated).