ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
George R R Martin 2011 Shankbone.JPG
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი 1948(1948-09-20)[1] (68 წელი)
დაბ. ადგილი ბეიონი, ნიუ-ჯერსი
საქმიანობა სცენარისტი, მწერალი, ტელე პროდიუსერი, რომანისტი, დრამატურგი, ბლოგერი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus ცეცხლისა და ყინულის სიმღერა
ჯილდოები ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოთხორბისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის და Seiun Award for Best Translated Short Story
ხელმოწერა George R. R. Martin.svg
საიტი georgerrmartin.com
George R. R. Martin ვიკისაწყობში

ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი (George R. R. Martin; დ. 1948 წლის 20 სექტემბერი) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ფენტეზი, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა სახელით „სატახტოთა თამაში“. ჟურნალმა Time მარტინი დაასახელა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის.[2][3]

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ რეიმონდ მარტინი (მოგვიანებით მან მიიღო ნათლობის სახელი რიჩარდი 13 წლის ასაკში) დაიბადა 1948 წლის 20 სექტემბერს, ბეიონში, ნიუ ჯერსი, საზღვაო პორტის მუშაკ რეიმონდ კოლინს მარტინისა და მარგარეტ ბრეიდი მარტინის ოჯახში. მას ჰყავს ორი უმცროსი და, დერლინი და ჯენეტი. ოჯახი წარმოშობით ირლანდიიდანაა. ისინი ბეიონის პორტთან ახლოს, მცირე ფედერალურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.

მარტინმა ბავშვობაშივე დაიწყო მონსტრებზე ისტორიების წერა და შემდეგ მას კაპიკებში ყიდდა მეზობელ ბავშვებზე. მან ასევე დაწერა ზღაპრები მითიურ სამეფოზე, რომელიც დასახლებული იყო კუებით. კუები თავიანთ სათამაშო სასახლეში ხშირად იხოცებოდნენ, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ისინი ერთმანეთს კლავდნენ. თავიდან მარტინი მერი ჯეინ დონოჰიუს სკოლაში, მოგვიანებით კი მერისტის უმაღლეს სკოლაში დადიოდა. ის დიდად იყო დაინტერესებული კომიქსებით, რომელსაც მარველ კომიქსი უშვებდა და წერილი, რომელიც მან ფანტასტიური ოთხეულის რედაქტორს მისწერა, 1963 წლის ნომერ მე-20 გამოცემაში დაიბეჭდა. ფანებმა, რომლებმაც მისი წერილი წაიკითხეს, მას საპასუხო წერილები მისწერეს და ამ კონტაქტების წყალობით დაიწყო მარტინმა ფანების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამოყვარულო ჟურნალ-გაზეთებში საკუთარი კომიქსების წერა. 1965 წელს მარტინმა თავისი პირველი ჯილდო მიიღო კომიქსისათვის "Powerman vs. The Blue Barrier". 1971 წელს მან დაამთავრა ილიონისის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით და მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1973-დან 1976 წლამდე რიჩარდი ჭადრაკის ტურნირების ორგანიზატორად მუშაობდა, 1976 წელს კი ჟურნალისტიკის ლექტორად დაიწყო მუშაობა კლარკის უნივერსიტეტში, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ დუბუკში მდებარეობდა.

სანამ მარტინი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, 1977 წლის მიწურულს ამერიკელი მწერლის, ტომ რიმის მოულოდნელმა სიკვდილმა მასგადააწყვეტინა, დაეფასებინა თავისი ცხოვრება და თავადაც გამხდარიყო მწერალი. ამ მიზნით მან მიატოვა სამუშაო, და 1979 წელს სანტა ფეში გადავიდა საცხოვრებლად.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინმა ფენტეზი ჟანრის ნოველების გაყიდვა 1970 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 21 წლის იყო. პირველად მან თავისი მოთხრობა, "გმირი", ჟურნალ გალაქსის მიჰყიდა, რომელიც თებერვლის ნომერში გამოსცეს. მალევე მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდა. მისი პირველი მოთხრობა, "დილას მოსდევს ნისლი", რომელიც ჟურნალ ანალოგმა გამოაქვეყნა 1973 წელს, ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ნებულას პრემიებზე. მარტინი, ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მწერალთა წევრი, ამ ორგანიზაციის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური ხელმძღვანელი იყო 1977-1979 წლებში; ის ასევე ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო 1996-1998 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა შემოწმებული ოქტომბერი 14 2015:
  2. The 2011 TIME 100: George R.R. Martin, John Hodgman, April 21, 2011
  3. The 2011 TIME 100: Full List Retrieved June 5, 2011