კოსმოსური ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასიკური იაფფასიანი კოსმოსური ოპერა - პლანეტის ისტორიები, იანვარი, 1954

კოსმოსური ოპერასამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელშიც ყურადღება მეტწილად გამახვილებულია კოსმოსურ საბრძოლო მოქმედებებზე და მელოდრამატულ თავგადასავლებზე. მოქმედების ადგილი ასეთ ნამუშევარში, როგორც წესი, არის ღია კოსმოსი. ორიგინალური ტერმინი Space opera არ უკავშირდება მუსიკას - იგი მომდინარეობს „ცხენის ოპერიდან“, ტერმინიდან, რომელიც მუნჯი კინოს ეპოქაში ჩამოყალიბდა და აღნიშნავდა კლიშეებით სავსე ფილმს. კოსმოსური ოპერები 1930-იან წლებში გაჩნდა და გავრცელდა ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, კომიქსებსა და ვიდეო თამაშებში.

ჟანრის აღსანიშნავი წიგნებია: სერია „დაარსება“ (1942–1999, აიზეკ აზიმოვი) და „ენდერის თამაში“ (1985-დღემდე, ორსონ სკოტ კარდი). კინემატოგრაფიაში ადრეული პერიოდის აღსანიშნავი კოსმოსური ოპერაა „ფლეშ გორდონი“ (1936-დღემდე, ალექს რეიმონდი). 1970-იანების ბოლოს ჟანრისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის (1977-დღემდე, ჯორჯ ლუკასი) გამოჩენამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]