რობერტ ჰაინლაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობერტ ჰაინლაინი
Heinlein-face.jpg
დაბ. თარიღი 7 ივლისი 1907(1907-07-07)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბატლერი, მისური
გარდ. თარიღი 8 მაისი 1988(1988-05-08)[1] [3] [4] [2] [5] [5] [7] (80 წლის)
გარდ. ადგილი Carmel-by-the-Sea, კალიფორნია[8]
ფსევდონიმი Anson MacDonald, Lyle Monroe, John Riverside, Caleb Saunders და Simon York
საქმიანობა მწერალი[8] , რომანისტი, სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, პროზაიკოსი და ესეისტი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი აშშ-ის საზღვაო აკადემია
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი
Magnum opus Farnham's Freehold, Starship Troopers და Stranger in a Strange Land
ჯილდოები პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, ინკპოტის ჯილდო, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი და სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი
მეუღლე ვირჯინია ჰაინლაინი
ხელმოწერა Robert A Heinlein signature.svg

რობერტ ჰაინლაინი (/ˈhnln/;[9][10][11][12]; დ. 7 ივლისი, 1907 — გ. 8 მაისი, 1988) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტი ავტორი, საჰაერო ინჟინერი და საზღვაო ოფიცერი.

აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა „დიდ სამეულს“.[13][14][15] 1974 წელს რობერტ ჰაინლაინი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა გრანდმასტერად დასახელდა. მისმა ოთმა რომანმა ჰიუგოს ჯილდო მიიღო, ხოლო შვიდმა ნაშრომმა - რეტრო ჰიუგო. მის მიერ ინგლისურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნეოლოგიზმები: გროკი, ვალდო, სპეკულაციური ლიტერატურა (ფანტასტიკა).

დაიბადა მისურიში. იგი გერმანელ-ამერიკელთა მეექვსე თაობას წარმოადგენდა. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალებში, რადიო კომუნიკაციებში. მისი მეთაური ერნესტ კინგი იყო. მისმა ძმამ სამხედრო-საზღვაო ძალებში მთავარი გენერლის ჩინამდე მიაღწია. საზღვაო ძალებს ჰაინლაინმა 1934 წელს ტუბერკულოზის გამო დაანება თავი.

სამჯერ იყო დაქროწინებული. მისი ჰობი ქვის დამუშავება იყო.

ჰაინლაინის მთავარი სერიებია: 1. მომავლის ისტორიის სერია 2. ლაზარეს გრძელი სერია 3. The Heinlein juveniles

ჰაინლაინს ეკუთვნის 32 რომანი, 59 მოთხრობა და 16 კოლექცია. მისი ნაშრომების მიხედვით 4ფილმი, 2 სატელევიზიო სერიალი, რადიო სერიალების ეპიზოდები და სამაგიდო თამაშები შეიქმნა. ჰაინლაინის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა რადიარდ კიპლინგის ნაშრომებმა. უცხო უცხოთა ქვეყანაში კიპლინგის „ჯუნგლის წიგნის“ მოდერნიზებული ვარიანტია.ცოლმა ჰაინლაინს ურჩია, რომ ბავშვი მგლების ნაცვლად, მარსელებს აღეზარდათ. ნაწარმოებში - „გალაქტიკის მოქალაქე“, ასევე კიპლინგის ნაშრომის - „კიმი“ - ელემენტები ვლინდება.

ჰაინლაინი აღნიშნავდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია ბერნარდ შოუს პიესებმა, რომელთა უმრავლესობაც წაკითხული ჰქონდა. ჰაინლაინმა უარყო რაიმე პირდაპირი გავლენა შოუს პიესისა - მათუსალას დაბრუნებასა და მის მათუსალას ბავშვებს შორის.

ჰაინლაინი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. თავდაპირველად ლიბერალი იყო. 1934 წელს დემოკრატებთან თანამშრომლობდა, სინკლერის დამარცხების შემდეგ იგი ანტი-კომუნისტი დემოკრატი აქტივისტი გახდა. შემდეგში იგი კონსერვატიულ შეხედულებებს მიემხრო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 NooSFere — 1999.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. 8.0 8.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118773704 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Wells, John C. (2008). Longman Pronunciation Dictionary, 3, Longman. 
  10. Houdek, D. A.. (2003)FAQ: Frequently Asked Questions about Robert A. Heinlein, the person. The Heinlein Society. ციტირების თარიღი: January 23, 2007.
  11. „Biography“, For Us, the Living, 2004, с. 261
  12. Say How? A Pronunciation Guide to Names of Public Figures. Library of Congress, National Library Service for the Blind and Physically Handicapped (NLS) (September 21, 2006). ციტირების თარიღი: January 23, 2007.
  13. The Big Three – Asimov – Clarke – Heinlein – A Bibliography. ციტატა: „Isaac Asimov, Arthur C. Clarke and Robert Heinlein are informally known as the "Big Three" – the best known members of the group of authors who brought science fiction into a Golden Age in the middle years of the twentieth century“ ციტირების თარიღი: August 28, 2016
  14. Parrinder, Patrick (2001). Learning from Other Worlds: Estrangement, Cognition, and the Politics of Science Fiction and Utopia. Duke University Press, გვ. 81. ISBN 978-0-8223-2773-8. „This short discussion of Asimov, Clarke and Heinlein—the so-called Big Three, who largely dominated American (and, to a lesser extent, Anglo-American) science fiction during the 1940s, the 1950s and well into the 1960s—should serve to suggest the particularly complex affinity between science fiction and critical theory in its Blochian version.“ 
  15. Science Fiction Writer Robert J. Sawyer: The Death of Science Fiction. ციტატა: „And yet, the publishers do whatever they can to continue to milk the big three: Asimov, Clarke, and Heinlein“ ციტირების თარიღი: November 26, 2017