რაიმონდ ჩანდლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიმონდ ჩანდლერი
დაბ. თარიღი 23 ივლისი 1888(1888-07-23)[1][2]
დაბ. ადგილი ჩიკაგო[3]
გარდ. თარიღი 26 მარტი 1959(1959-03-26)[1][2] (70 წელი)
გარდ. ადგილი ლა-ხოია
საქმიანობა სცენარისტი, რომანისტი და მწერალი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი დალვიჩის კოლეჯი
ჟანრი დეტექტივი
ჯილდოები ედგარის პრემია
Raymond Chandler ვიკისაწყობში

რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი (ინგლ. Raymond Chandler; დ. 23 ივლისი, 1888, აშშ, ჩიკაგო — გ. 26 მარტი, 1959) — ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი.

რაიმონდ ჩანდლერმა კლასიკური განათლება მიიღო და მცირე ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, შემდეგ პრესაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ჟურნალისტის რანგში დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. რამდენიმე ხნის შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურის იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ბუღალტრობას დაუბრუნდა და ნავთობკომპანიაში დაიწო მუშაობა, იგი 1932 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში ალკოჰოლიზმის, გაცდენებისა და თვითმკვლელობის მუქარების გამო სამსახურიდან გააძევეს.

ჩანდლერი თავის სარჩენად კალამს მიუბრუნდა – ოღონდ ამჯერად დეტექტიურ მოთხრობებსა და რომანებს წერდა. მისმა რომანებმა მალე მოიპოვა დიდი წარმატება. 1954 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჩანდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მწერალი სან-დიეგოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 13, თბილისი, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. 2.0 2.1 Record #118520059 // Integrated Authority File შემოწმებული ოქტომბერი 15 2015:
  3. Record #118520059 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 11 2014: