ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 20 აგვისტო 1890[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | პროვიდენსი |
გარდ. თარიღი | 15 მარტი 1937[1] [2] [3] [4] [5] [6] (46 წელი) |
გარდ. ადგილი | პროვიდენსი |
დასაფლავებულია | სუონ-პოინტის სასაფლაო[4] |
საქმიანობა | რომანისტი, პოეტი, ჟურნალისტი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი |
ენა | ინგლისური ენა[1] |
ეროვნება | ამერიკელები |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰოუპის უმაღლესი სკოლა |
ჟანრი | კლასიკური დეტექტივი, ფენტეზი, გოთიკური პროზა და სამეცნიერო ფანტასტიკა |
Magnum opus | ქთულჰუს ძახილი, The Shadow Out of Time, სიგიჟის მთებთან, ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე, ულთარის კატები, სიზმრის კედლის მიღმა, იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში და ჩრდილი ინსმუთზე |
მეუღლე | სონია გრინი |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | hplovecraft.com |
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი (ინგლ. Howard Phillips Lovecraft; დ. 20 აგვისტო, 1890 — გ. 15 მარტი, 1937) — ამერიკელი მწერალი საშინელებათა ჟანრის ლიტერატურაში. მიჩნეულია ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად, თუმცა სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულა.
ლავკრაფტი პროვიდენსში, როდ-აილენდის შტატში დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი იქვე გაატარა. მის ყველაზე ცნობილ მოთხრობებს შორისაა „ქთულჰუს ძახილი“, „სიგიჟის მთებთან“, „ჩრდილი ინსმუთზე“. ყველა ეს მოთხრობა „ქთულჰუს“ მითოსის ნაწილია. თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში ლავკრაფტს არ შესწევდა უნარი საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყო, როგორც ავტორს და რედაქტორს. კომერციული წარმატება მისი კარიერის გვიანდელ პერიოდში უფრო და უფრო ნაკლებად მიღწევადი გახდა. ლავკრაფტი გარდაცვალა 1937 წლის 15 მარტს 46 წლის ასაკში, პროვდენსში.[7]
სიცოცხლის განმავლობაში ლავკრაფტი ფაქტობრივად უცნობი იყო მკითხველთა უმრავლესობისთვის. მისი მოთხრობები ე. წ. სამაკულატურო ჟურნალებში იბეჭდებოდა, მათ შორის მთავარი „Weird Tales“ იყო. მიუხედავად გამოხმაურებისა, რომელსაც მისი მოთხრობები ღებულობდნენ, (შეშფოთების და ქების წერილები), მკითხველთა უმეტესობამ მისი სახელი არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა მის თანამედროვეებთან, მაგალითად კლარკ ეშტონ სმითთან და ავგუსტ დერლეტთან, რომელსაც დაუმეგობრდა, მიუხედავად ამისა, პირადად არასოდეს შეხვედრია. მწერლების ეს გაერთიანება ცნობილი გახდა როგორც „ლავკრაფტის წრე“, რადგანაც თავის ნაშრომებში ისინი ხშირად სესხულობდნენ ელემენტებს ლავკრაფტის მოთხრობებიდან (რაზეც თავად მწერალი თანახმაც იყო და აქტიურადაც აქეზებდა).
ლავკრაფტის შემოქმედების დაყოფა სამ ნაწილად არის შესაძლებელი: საშინელებათა ისტორიები (1905-1920), სიზმრების ციკლი (1920-1927), ქთულჰუს/ლავკრაფტის მითოსი (1925-1935).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Extract from H P Lovecraft: Against the World, Against Life by Michel Houellebecq
- "H. P. Lovecraft's Afterlife" by John J. Miller of The Wall Street Journal
- Michael Saler (2011). As If: Modern Enchantment and the Literary Prehistory of Virtual Reality. Oxford University Press. ISBN 0-19-988780-2.
- Sante, Luc (October 19, 2006), "The Heroic Nerd", The New York Review of Books (New York) 53 (16): 37
- Joshi, S. T. (1996). A Subtler Magick: The Writings and Philosophy of H. P. Lovecraft, 3rd, Wildside Press LLC. ISBN 1-880448-61-0.
- Joshi, S. T. (2001). An H. P. Lovecraft Encyclopedia. Greenwood Publishing Group.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჰ.ფ. ლავკრაფტი — ჯონ ჰეის ბიბლიოთეკა
- ჰ.ფ. ლავკრაფტის საზოგადოება
- ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118729241 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ Joshi, S. T. (სექტემბერი, 2003). "Introduction", The Weird Tale. Wildside Press. ISBN 978-0-8095-3123-3.