ბიძია ტომის ქოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბიძია ტომის ქოხი“
Uncle Tom's Cabin

ავტორი ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
ილუსტრატორი ჰამათ ბილინგსი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი The National Era (გაზეთი)
გამოცემის თარიღი 1852
მომდევნო ბიძია ტომის ქოხის გასაღები

ბიძია ტომის ქოხი, ძველი თარგმანით ბიძია თომას ქოხი (ინგლ. Uncle Tom's Cabin) — ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს უმნიშვნელოვანესი რომანი. თავდაპირველად, 1851-1852 წლებში სერიებად იბეჭდებოდა გაზეთში The National Era. 1852 წლის 20 მარტს კი უკვე ცალკე წიგნადაც გამოიცა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება იწყება კენტუკში. იქაური ფერმერი, სახელად არტურ შელბი, ვალების გამო დგება ფერმის დაკარგვის საფრთხის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილადაა განწყობილი საკუთარი მონების მიმართ, იძულებული ხდება რამდენიმე მათგანი გაყიდოს. მათ შორისაა ბიძია ტომი, შუახნის მამკაცი თავის ცოლთან და შვილებთან ერთად და ჰარი — თავისი მეუღლის, ემილის მოახლე ელაიზას ქალიშვილი. ემილი მონების გაყიდვის წინააღმდეგია, რადგან მან პირობა მისცა საკუთარ მოახლეს, რომ მის შვილს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდდნენ. ამ იდეას ეწინააღმდეგება არტურისა და ემილის ვაჟი, ჯორჯიც, რადგან ბიძია ტომი მისი კარგი მეგობარია. როცა ელაიზა შეიტყობს, რომ მის შვილს გაყიდვას უპირებენ, ის დაგეგმავს გაქცევას შვილთან ერთად და ამას ატყობინებს ბიძია ტომსაც, თუმცა იგი გაქცევის წინააღმდეგია. მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ სურს თავის ბატონს უღალატოს. ელაიაზა და ჰარი გაქცევას ახერხებენ და საბოლოოდ, კანადაში გადავლენ.

ბიძია ტომი გაიყიდება და აღმოჩნდება აუგუსტინ სენ-კლერის ოჯახში. სენ-კლერი ძალიან კარგი ადამიანი და კარგად ექცევა ტომს. ის თავადაც თვლის, რომ არ არის ცუდი ბატონი. ტომი ძალიან დაუახლოვდება სენ-კლერის პატარა ქალიშვილს, ევას და ისინი ძალიან კარგი მეგობრები ხდებიან, თუმცა ორი წლის შემდეგ ევა ავად გახდება. მისი ავადმყოფობა სიკვდილით სრულდება. სიკვდილის წინ ის საკუთარ თმას დაუტოვებს ბიძია ტომს. ტომი კი პატარა მეგობრის დანატოვარს ძალიან უფრთხილდება. ევას სიკვდილის გადატანას ვერაფრით ახერხებს სენ-კლერი. ერთ დღეს იგი სახლიდან გავა და უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდება. იგი ქუჩაში შელაპარაკების დროს დაჭრეს. ტომის ბატონის გადარჩენა ვერ ხერხდება და სენ-კლერიც იღუპება.

სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე ყველა მონას გაყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ევას დაპირდა მონებს გაათავისუფლებდა. ბიძია ტომს იყიდის მონათმფლობელი ლეგრი, რომელიც ძალიან ცუდი ადამიანია და საშინლად ექცევა საკუთარ მონებს. იგი ცდილობს ჩაკლას ბიძია ტომში ღმერთისადმი რწმენა. აგრეთვე, მას ართმევს ევას დანატოვარ თმას. ამასთან ერთად, ლეგრი აღფრთოვანებულია ტომის ფიზიკური სიძლიერით და მას განიხილავს მონების ზედამხედველად. ამიტომ, ტომს იძულებენ სხვა ზედამხედველებიც და შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მას გაუსწორდნენ. თუმცა ბიძია ტომი საერთოდ არ აპირებდა ზედამხედველი გამხდარიყო. ტომი საკუთარი ბატონის მიმართ დაუმორჩილებლობას იჩენს. ლეგრი განრისხების ჟამს უბრძანებს საკუთარ ზედამხედველებს ბიძია ტომის მოკვლას. ისინი ცემით მიიყვანენ სიკვდილამდე ტომს, თუმცა ბოლოს მაინც ებრალებათ იგი და პატიებას სთხოვენ. ტომიც პატიობს. ბიძია ტომის სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ლეგრისთან ჩამოვიდა არტურ შელბის ვაჟი, ჯორჯი, რათა თავისუფლება ეჩუქებინა ბიძია ტომისთვის, თუმცა აღმოაჩენს, რომ ძალიან გვიანია.

რეაქციები და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბიძია ტომის ქოხი“ იყო მე-19 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი რომანი და მეორე ადგილს იკავებდა ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის. ამ მხრივ მას მხოლოდ ბიბლია უსწრებდა.[1][2] წიგნის გამოცემის პირველ წელს 300,000 ეგზემპლარი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიონამდე მიაღწია გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში.[3] 1855 წელს, გამოცემიდან სამი წლის შემდეგ სტოუს რომანს უკვე უწოდეს იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე პოპულარი რომანი.[4] 2006 წელს ბიძია ტომი 101 ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ პერსონაჟს შორის დაასახელეს.

ვარაუდობენ, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომანმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ამერიკელი ხალხის აზროვნებაზე და დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყებაში. მისი გამოცემის შემდეგ ფაქტობრივად, აშშ ორად გაიყო. მოსახლეობის ერთ ნაწილს, განსაკუთრებით დაბალ ფენასა და ღარიბ მოსახლეობას ძალიან მოეწონა იგი, თუმცა მდიდრებს, განსაკუთრებით სამხრეთის შტატებში მცხოვრებ მონათმფლობელებს, რომანი არ მოეწონათ. ისინი ცდილობდნენ რომანის უარყოფას, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. უილ კაუფმანმა რომანზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სამოქალაქო ომის დაწყებას.[5] სამოქალაქო ომის საწყის ეტაპზე, 1862 წელს სტოუმ ვაშინგტონში იმოგზაურა, სადაც პრეზიდენტ ლინკოლნს შეხვდა. მათი საუბრის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია ლინკოლნის გამონათქვამი ჰარიეტის დანახვის შემდეგ „მაშ, თქვენ ხართ ის პატარა ქალი, რომლის წიგნმაც დაიწყო ეს დიდი ომი“.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aiken, George L. Uncle Tom's Cabin. New York: Garland, 1993.
  • Gates, Henry Louis; and Appiah, Kwame Anthony. Africana: Arts and Letters: an A-to-Z reference of writers, musicians, and artists of the African American Experience, Running Press, 2005.
  • Gates, Henry Louis; and Hollis Robbins. The Annotated Uncle Tom's Cabin, W. W. Norton. ISBN 0-393-05946-4
  • Gerould, Daniel C., ed. American Melodrama. New York: Performing Arts Journal Publications, 1983.
  • Jordan-Lake, Joy. Whitewashing Uncle Tom's Cabin: Nineteenth-Century Women Novelists Respond to Stowe, Vanderbilt University Press, 2005.
  • Lott, Eric. Love and Theft: Blackface Minstrelsy and the American Working Class. New York: Oxford University Press, 1993.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Introduction to Uncle Tom's Cabin Study Guide. BookRags.com. ციტირების თარიღი: May 16, 2006.
  2. "The Sentimental Novel: The Example of Harriet Beecher Stowe" by Gail K. Smith, The Cambridge Companion to Nineteenth-Century American Women's Writing by Dale M. Bauer and Philip Gould, Cambridge University Press, 2001, p. 221.
  3. Geoffrey Wheatcroft, "The Cousins' War: review of Amanda Foreman, 'A World on Fire'", New York Times Book Review, July 3, 2011, p. 1
  4. Everon, Ernest. "Some Thoughts Anent Dickens and Novel Writing" The Ladies' Companion and Monthly Magazine London, 1855 Volume VII Second Series:259.
  5. Will Kaufman, The Civil War in American Culture, Edinburgh University Press, 2006, p. 18.
  6. Charles Edward Stowe, Harriet Beecher Stowe: The Story of Her Life (1911) p. 203.