დიდი ანტილის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდებარეობა კარიბებში
დიდი ანტილის კუნძულები

დიდი ანტილის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი კარიბის ზღვაში. მოიცავს კუნძულებს - კუბას, იამაიკას, ისპანიოლას და პუერტო-რიკოს. დიდი ანტილი მოიცავს ვესტ-ინდოეთის 90%-ს. კუნძულთა საერთო ფართობია 207,435 კმ2.

კარიბის ზღვის კუნძულები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც ვესტ-ინდოეთი, შედგება ბაჰამის, დიდი ანტილისა და მცირე ანტილის კუნძულებისაგან.

დიდი ანტილის კუნძულები, გარდა ამ ოთხი ძირითადი კუნძულისა, ასევე შედგება სხვა მრავალი პატარა კუნძულისაგან, რომლებიც ამ ძირითადი კუნძულების გარშემო მდებარეობენ და შედიან მთავარი კუნძულის ქვეყნის შემადგენლობაში. ხშირად, კუბასთან სიახლოვის გამო, კაიმანის კუნძულებსაც დიდი ანტილის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებენ.

კუნძულებს მექსიკისგან გამოყოფს იუკატანის სრუტე, ხოლო აშშ-ისგან ფლორიდის სრუტე.

დიდი ანტილის ჩრდილოეთ კიდეში, მდებარეობს ე.წ. „ბერმუდის სამკუთხედის“ სამხრეთ ნაწილი.

დიდი ანტილის კუნძულების სუვერენული სახელმწიფოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ანტილის კუნძულებზე მდებარეობს შემდეგი სუვერენული სახელმწიფოები:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]