ართვინი (ქალაქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ართვინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ართვინი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ართვინი
Artvin
Artvin0.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა თურქეთი
კოორდ. 41°10′56″ ჩ. გ. 41°49′10″ ა. გ. / 
ქალაქის მერი ემინ ოზგუნი
ფართობი 7,436 კმ²
სიმაღლე 345
მოსახლეობა 23,157 კაცი (2000)
სიმჭიდროვე 4.707 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2,ზაფხულშიUTC+3
ტელ. კოდი 466
საფოსტო ინდექსი 08
ოფიციალური საიტი http://www.artvin.bel.tr

ართვინი (ქალაქი) მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg
ართვინი. ქალაქის ცენტრი

ართვინი ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის ნაპირზე, ბათუმიდან 50 კმ. ართვინის პროვინციის (ყოფილი ლაზისტანი) დედაქალაქი. მოსახლეობა -- 23.157 ადამიანი. ართვინი ფეოდალური საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ქალაქი იყო. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქს (არზრუმს), ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება, რომელიც VIII-IX საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონების შემდეგ, ართვინი დაკნინდა. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ოკრუგის ცენტრი.1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან ართვინი ისევ თურქეთის საზღვრებშია.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე