ორონტესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნორია მდინარე ორონტოსზე, ჰამაში

ორონტესი (ბერძ Ορόντης, არაბ نهر العاصي‎‎ ნაჰრ-ალ-ასი, ასი, დრაკო, ტიფონი) — მდინარე ლიბანსა და სირიაში. ორონტესი ჰელიოპოლისთან მდებარე მთებში ანტილიბანის წყაროდან იღებს სათავეს, ბეირუთიდან 30 კილომეტრში. მიედინება ჩრდილოეთისაკენ ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ. თავიდან კლდოვან ხეობას გამოდის, შემდეგ ტბა ჰომსში ჩადის, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში იქნა დაგუბებული. ტბიდან ქალაქ ჰამამამდე ველზე მიედინება და ანტიოქიის დაბლობზე ოდნავ დასავლეთით უხვევს; აქ ორონტესში ორი მსხვილი შენაკადი ხვდება — აფრინი და ყარა-სუ. ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საპორტო ქალაქ სამანდაგიდან სამხრეთით. საერთო სიგრძეა 240 კილომეტრი. ნაოსნობა არ ხდება. ორონტესს უფრო მეტად სარწყავად იყენებენ. მდინარის ისტორიული მნიშვნელობა ის იყო, რომ ორონტესის ველი ძველად სავაჭრო გზებს კვეთდა. შუა საუკუნეებში ორონტესი ჯვაროსნებისთვის საზღვრის ფუნქციას ასრულებდა ანტიოქიასა და ალეპოს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]