არაქსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
არაქსი რუკაზე |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1072 კმ |
| აუზის ფართობი | 102 000 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | თურქეთი |
| ჩაედინება | მტკვარი (აზერბაიჯანი) |
| ქვეყნები | |
არაქსი, არეზი, (სპარს. ارس, სომხ. Արաքս, აზერბ. Araz, ბერძნ. Αράξες, თურქ. Aras Nehri, ძვ. ქართ. რახსი, არეზი) — მდინარე ამიერკავკასიაში, მტკვრის უდიდესი შენაკადი. მიედინება თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1072 კმ, აუზის ფართობი 102 ათ. კმ². სათავე აქვს ბინგოლის ქედზე (თურქეთი). ზემო დინებაში მთის ტიპის მდინარეა. მისი შენაკადებია: მარცხნივ - ახურიანი, რაზდანი, არფა, ვოროტანი, მარჯვნივ - გოთური და ყარასუ. საზრდოობს უმეტესად გრუნტისა და თოვლის წყლით. იყენებენ სარწყავად. ყოველწლიურად გამოაქვს 7,6 კმ² წყალი და 16 მლნ. ტ ნატანი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 544-545, თბ., 1975 წელი.
|
|||||||||||||