ხორვატიის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ სპლიტის ცენტრი, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ირგვლივაა გაშენებული

თანამედროვე ხორვატია პირველ დონეზე დაყოფილია 20 მხარედ (ჟუპანიახორ. Županija) დედაქალაქ ზაგრებად რომელსაც ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი. მეორე დონეზე ოლქები დაყოფილია 127 ქალაქად (grad) და 429 მუნიციპალიტეტად (općine),[1] თითოეული ეს ქვეგანაყოფი მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს (naselja).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[2] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[3]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[4][5]

ხორვატიის თანამედროვე ოლქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე გერბი ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა
2011 წლის აღწერით
ბელოვარ-ბილოგორა Coat of arms of Bjelovar-Bilogora County ბელოვარი 2,652 119,743
ბროდ-პოსავინა Coat of arms of Brod-Posavina County სლავონსკი-ბროდი 2,043 158,559
დუბროვნიკ-ნერეტვა Coat of arms of Dubrovnik-Neretva County დუბროვნიკი 1,783 122,783
ისტრია Coat of arms of Istria County პაზინი 2,820 208,440
კარლოვაცი Coat of arms of Karlovac County კარლოვაცი 3,622 128,749
კოპრივნიცა-კრიჟევცი Coat of arms of Koprivnica-Križevci County კოპრივნიცა 1,746 115,582
კრაპინა-ზაგორჟე Coat of arms of Krapina-Zagorje County კრაპინა 1,224 133,064
ლიკა-სენჟი Coat of arms of Lika-Senj County გოსპიჩი 5,350 51,022
მედიმურჟე Coat of arms of Međimurje County ჩაკოვეცი 730 114,414
ოსიეკ-ბარანია Coat of arms of Osijek-Baranja County ოსიეკი 4,152 304,899
პოჟეგა-სლავონია Coat of arms of Požega-Slavonia County პოჟეგა 1,845 78,031
პრიმორიე-გორსკი-კოტარი Coat of arms of Primorje-Gorski Kotar County რიეკა 3,582 296,123
შიბენიკ-კნინი Coat of arms of Šibenik-Knin County შიბენიკი 2,939 109,320
სისაკ-მოსლავინა Coat of arms of Sisak-Moslavina County სისაკი 4,463 172,977
სპლიტ-დალმაცია Coat of arms of Split-Dalmatia County სპლიტი 4,534 455,242
ვარაჟდინი Post-1992 coat of arms of Varaždin County ვარაჟდინი 1,261 176,046
ვიროვიტიცა-პოდრავინა Coat of arms of Virovitica-Podravina County ვიროვიტიცა 2,068 84,586
ვუკოვრ-სრიემი Coat of arms of Vukovar-Srijem County ვუკოვრი 2,448 180,117
ზადარი Coat of arms of Zadar County ზადარი 3,642 170,398
ზაგრების ოლქი Post-1992 coat of arms of Zagreb County ზაგრები 3,078 317,642
ზაგრები Coat of arms of the city of Zagreb ზაგრები 641 792,875

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 28 July 2006. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  2. Oleg Mandić (1952). „O nekim pitanjima društvenog uređenja Hrvatske u srednjem vijeku“ [On some issues of social system of Croatia in the Middle Ages] (PDF). Historijski zbornik (Croatian). Školska knjiga. 5 (1–2): 131–138. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  3. Frucht 2005, pp. 429–429
  4. Biondich 2000, p. 11
  5. „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 30 December 1992. ციტირების თარიღი: 9 September 2011.