სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა

სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა — სერბეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა, რომელიც მოიცავს 2 ავტონომიურ მხარეს, 29 რაიონს, დედაქალაქ ბელგრადსა და 211 მუნიციპალიტეტს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით სერბეთი უნიტარული სახელმწიფოა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პირველი დონე[რედაქტირება]

სერბეთის შემადგენლობაში გამოიყოფა ორი ავტონომიური მხარე:

კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო — კოსოვოს რესპუბლიკა.

სერბეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც ორი ავტონომიური მხარის საზღვრებს იქითაა, ეწოდება ცენტრალური სერბეთი და თავის მხრივ არ წარმოადგენს ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულს და იმყოფება რესპუბლიკის ხელისუფლების პირდაპირ მორჩილებაში. ამგვარად პირველი დონის ტერიტორიულ ერთეულებს ეკუთვნის: 2 ავტონომიური მხარე, სერბეთის ცენტრალური ნაწილის 17 რაიონი და ბელგრადი.

მეორე დონე[რედაქტირება]

სერბეთის ტერიტორია დაყოფილია 29 რაიონად და ბელგრადად, რომელიც გამოყოფილია ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულად. ვოევოდინას ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს 7 რაიონი, კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე — 5 რაიონი, სერბეთის ცენტრალურ ნაწილში — 17.

მესამე დონე[რედაქტირება]

სერბეთის უმცირესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არის მუნიციპალიტეტი.

სერბეთის რაიონები[რედაქტირება]

ცენტრალური სერბეთი[რედაქტირება]

რაიონი [1] რუკა რაიონის ცენტრი ფართობი, კმ² მუნიც.
რაოდ.
მუნიციპალიტეტები დასახლებული პუნქტების რაოდენობა (ქალაქები/დასახლებები)
ბელგრადის რაიონი Сербия Белград округ.png ბელგრადი 3 224 17 ბარაევო, ვოჟდოვაცი, ვრაჩარი, გროცკა, ზვეზდარა, ზემუნი, ლაზარევაცი, მლადენოვაცი, ნოვი-ბეოგრადი, ობრენოვაცი, პალილულა, რაკოვიცა, სავსკი-ვენაცი, სოპოტი, სტარი-გრადი, სურჩინი, ჩუკარიცა 166 (27/139)
მაჩვანის რაიონი Сербия Мачванский округ.png შაბაცი 3 268 8 შაბაცი, ბოგატიჩი, ლოზნიცა, ვლადიმირცი, კოცელიევო, მალი-ზვორნიკი, კრუპანი, ლიუბოვია 228 (5/223)
კოლუბარის რაიონი Сербия Колубарский округ.png ვალევო 2 474 6 ვალევო, ოსეჩინა, უბი, ლაიკოვაცი, მიონიცა, ლიგი 218 (7/211)
პოდუნაის რაიონი Сербия Подунайский округ.png სმედერევო 1 248 3 სმედერევო, სმედერევსკა-პალანკა, ველიკა-პლანა 59 (3/56)
ბრანიჩევის რაიონი Сербия Браничевский округ.png პოჟარევაცი 3 865 8 ველიკო-გრადიშტე, პოჟარევაცი, გოლუბაცი, მალო-ცრნიჩე, ჟაბარი, პეტროვაც-ნა-მლავი, კუჩევო, ჟაგუბიცა 189 (5/184)
შუმადიის რაიონი Сербия Шумадийский округ.png კრაგუევაცი 2 387 7 არანჯელოვაცი, ტოპოლა, რაჩა, კრაგუევაცი (აეროდრომი, პივარა, სტანოვო, სტარი-გრადი, სტრაგარი), ბატოჩინი, კნიჩი, ლაპოვო 175 (5/170)
პომორავის რაიონი Сербия Поморавский округ.png იაგოდინა 2 614 6 იაგოდინა, ჩუპრია, პარაჩინი, სვილაინაცი, დესპოტოვაცი, რეკოვაცი 191 (6/185)
ბორის რაიონი Сербия Борский округ.png ბორი 3 507 4 ბორი, კლადოვო, მაიდანპეკი, ნეგოტინი 90 (6/84)
ზაეჩარის რაიონი Сербия Заечарский округ.png ზაეჩარი 3 623 4 ბოლევაცი, კნიაჟევაცი, ზაეჩარი, სოკობანია 173 (5/168)
ზლატიბორის რაიონი Сербия Златиборский округ.png უჟიცე 6 140 10 ბაიინა-ბაშტა, კოსიერიჩი, უჟიცე, პოჟეგა, ჩაეტინა, არილე, პრიბოი, ნოვა-ვაროში, პრიეპოლე, სენიცა 438 (10/427)
მორავიჩის რაიონი Сербия Моравичский округ.png ჩაჩაკი 3 016 4 ჩაჩაკი, გორნი-მილანოვაცი, ლუჩანი, ივანიცა 206 (5/201)
რაშის რაიონი Сербия Рашка округ.png კრალევო 3 918 5 კრალევო, ვრნიაჩკა-ბანია, რაშკა, ნოვი-პაზარი, ტუტინი 359 (9/350)
რასინის რაიონი Сербия Расинский округ.png კრუშევაცი 2 668 6 ვარვარინი, ტრსტენიკა, ჩიჩევაცი, კრუშევაცი, ალექსანდროვაცი, ბრუსი 296 (5/291)
ნიშავის რაიონი Сербия Нишавский округ.png ნიში 2 729 11 ალექსინაცის მუნიციპალიტეტი, სვრლიგის მუნიციპალიტეტი, მეროშინის მუნიციპალიტეტი, რაჟანის მუნიციპალიტეტი, მედიანის მუნიციპალიტეტი, ნიშკა-ბანიის მუნიციპალიტეტი, პალილულა, პანტელეის მუნიციპალიტეტი, ცრვენი-კრსტის მუნიციპალიტეტი, დოლევაცის მუნიციპალიტეტი, გაჯინ-ხანის მუნიციპალიტეტი 285 (8/277)
ტოპლიჩის რაიონი Сербия Топличский округ.png პროკუპლე 2 231 4 პროკუპლიეს მუნიციპალიტეტი, ბლაცეს მუნიციპალიტეტი, კურშუმლიის მუნიციპალიტეტი, ჟიტორაჯიის მუნიციპალიტეტი 267 (4/263)
პიროტის რაიონი Сербия Пиротский округ.png პიროტი 2 761 4 ბელა-პალანკის მუნიციპალიტეტი, პიროტის მუნიციპალიტეტი, ბაბუშნიცის მუნიციპალიტეტი, დიმიტროვგრადის მუნიციპალიტეტი 214 (4/210)
იაბლანიჩის რაიონი Сербия Ябланичский округ.png ლესკოვაცი 2 769 6 ლესკოვაცის მუნიციპალიტეტი, ბოინიკის მუნიციპალიტეტი, ლებანეს მუნიციპალიტეტი, მედვეჯის მუნიციპალიტეტი, ვლასოტინცეს მუნიციპალიტეტი, ცრნა-ტრავის მუნიციპალიტეტი 336 (7/329)
პჩინის რაიონი Сербия Пчиньский округ.png ვრანიე 3 520 7 ვლადიჩინ-ხანის მუნიციპალიტეტი, სურდულიცის მუნიციპალიტეტი, ბოსილეგრადის მუნიციპალიტეტი, ტრგოვიშტეს მუნიციპალიტეტი, ვრანიეს მუნიციპალიტეტი, ბუიანოვაცის მუნიციპალიტეტი, პრეშევოს მუნიციპალიტეტი 363 (7/356)

ვოევოდინას ავტონომიური მხარე[რედაქტირება]

რაიონი რუკა რაიონის ცენტრი ფართობი, კმ² მუნიც.
რაოდ.
მუნიციპალიტეტები დასახლებული პუნქტების რაოდენობა
სრემის რაიონი Сербия Сремский округ.png სრემსკა-მიტროვიცა 3485 7 შიდის მუნიციპალიტეტი, სტარა-პაზოვის მუნიციპალიტეტი, სრემსკა-მიტროვიცის მუნიციპალიტეტი, რუმის მუნიციპალიტეტი, პეჩინცის მუნიციპალიტეტი, ირიგის მუნიციპალიტეტი, ინჯიის მუნიციპალიტეტი 109
ჩრდილო-ბანატის რაიონი Сербия Северно-Банатский округ.png კიკინდა 2328 6 ადის მუნიციპალიტეტი, კანიჟის მუნიციპალიტეტი, კიკინდის მუნიციპალიტეტი, ნოვი-კნეჟევაცის მუნიციპალიტეტი, სენტის მუნიციპალიტეტი, ჩოკის მუნიციპალიტეტი 50
სამხრეთ-ბანატის რაიონი Сербия Южно-Банатский округ.png პანჩევო 4245 8 ალიბუნარის მუნიციპალიტეტი, ბელა-ცრკვის მუნიციპალიტეტი, ვრშაცის მუნიციპალიტეტი, კოვაჩიცის მუნიციპალიტეტი, კოვინის მუნიციპალიტეტი, ოპოვოს მუნიციპალიტეტი, პანჩევოს მუნიციპალიტეტი, პლანდიშტეს მუნიციპალიტეტი 94
შუა-ბანატის რაიონი Сербия Средне-Банатский округ.png ზრენიანინი 3256 5 ჟიტიშტეს მუნიციპალიტეტი, ზრენიანინის მუნიციპალიტეტი, ნოვა-ცრნიის მუნიციპალიტეტი, ბეჩეის მუნიციპალიტეტი, სეჩანის მუნიციპალიტეტი 55
ჩრდილო-ბაჩის რაიონი Сербия Северная Бачка округ.png სუბოტიცა 1784 3 ბაჩკა-ტოპოლის მუნიციპალიტეტი, მალი-იჯოშის მუნიციპალიტეტი, სუბოტიცის მუნიციპალიტეტი 45
დასავლეთ-ბაჩის რაიონი Сербия Западная Бачка округ.png სომბორი 2419 4 აპატინის მუნიციპალიტეტი, კულის მუნიციპალიტეტი, ოჯაცის მუნიციპალიტეტი, სომბორის მუნიციპალიტეტი 37
სამხრეთ-ბაჩის რაიონი Сербия Южная Бачка округ.png ნოვი-სადი 4015 13 ბაჩის მუნიციპალიტეტი, ბაჩკა-პალანკის მუნიციპალიტეტი, ბაჩკი-პეტროვაცის მუნიციპალიტეტი, ბეოჩინის მუნიციპალიტეტი, ბეჩეის მუნიციპალიტეტი, ვრბასის მუნიციპალიტეტი, ჟაბალის მუნიციპალიტეტი, ნოვი-სადის მუნიციპალიტეტი, პეტროვარადინის მუნიციპალიტეტი, სრბობრანის მუნიციპალიტეტი, სრემსკი-კარლოვცის მუნიციპალიტეტი, ტემერინის მუნიციპალიტეტი, ტიტელის მუნიციპალიტეტი 77

კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე[რედაქტირება]

რაიონი რუკა რაიონის ცენტრი ფართობი, კმ² მუნიც.
რაოდ.
მუნიციპალიტეტები დასახლებული პუნქტების რაოდენობა
კოსოვოს რაიონი Сербия Косовский округ.png პრიშტინა 3095 10 პოდუევოს მუნიციპალიტეტი, ობილიჩის მუნიციპალიტეტი, პრიშტინის მუნიციპალიტეტი, კოსოვო-პოლეს მუნიციპალიტეტი, გლოგავაცის მუნიციპალიტეტი, შტიმლეს მუნიციპალიტეტი, შტრპცეს მუნიციპალიტეტი, უროშევაცის მუნიციპალიტეტი, კაჩანიკის მუნიციპალიტეტი, ლიპლიანის მუნიციპალიტეტი. 393
პეჩის რაიონი Сербия Печский округ.png პეჩი (სერბეთი) 2460 5 ისტოკის მუნიციპალიტეტი, პეჩის მუნიციპალიტეტი, კლინის მუნიციპალიტეტი, დეჩანის მუნიციპალიტეტი, ჯიაკოვიცის მუნიციპალიტეტი. 317
პრიზრენის რაიონი Сербия Призренский округ.png პრიზრენი 1902 4 სუვა-რეკის მუნიციპალიტეტი, ორახოვაცის მუნიციპალიტეტი, პრიზრენის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტი (სერბეთი) 220
კოსოვო-მიტროვიცის რაიონი Сербия Косовскомитровицкий округ.png კოსოვსკა-მიტროვიცა 2054 6 ზუბინ-პოტოკი, ლეპოსავიჩის მუნიციპალიტეტი, ზვეჩანის მუნიციპალიტეტი, კოსოვსკა-მიტროვიცის მუნიციპალიტეტი, სრბიცის მუნიციპალიტეტი, ვუჩიტრნის მუნიციპალიტეტი 335
კოსოვო-პომორავის რაიონი Сербия Косовскопоморавский округ.png გნილანე 1388 4 კოსოვსკა-კამენიცის მუნიციპალიტეტი, ნოვო-ბრდოს მუნიციპალიტეტი, გნილანეს მუნიციპალიტეტი, ვიტინის მუნიციპალიტეტი 184