სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Map of Armenia.png


სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც "საზღვარს" აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ქვიათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც "საზღვრის გამგებელს" ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია სომხეთის პროვინციები სტატისტიკური მონაცემებით:


მარზი მშობლიური
სახელწოდება
ფართობი, კმ² მოსახლეობა დედაქალაქი
არაგაწოტნი Արագածոտն 2 755 126 278 აშტარაკი
არარატი Արարատ 2 003 252 665 არტაშატი
არმავირი Արմավիր 1 241 255 861 არმავირი
ვაიოც-ძორი Վայոց Ձոր 2 406 53 230 ეღეგნაძორი
გეღარქუნიქი Գեղարքունիք 3 655 215 371 გავარი
ერევანი Երևան 227 1 088 300
კოტაიქი Կոտայք 2 100 241 337 რაზდანი
ლორე Լոռի 3 791 253 351 ვანაძორი
სიუნიქი Սյունիք 4 505 134 061 კაპანი
ტავუში Տավուշ 3 120 121 963 იჯევანი
შირაკი Շիրակ 2 679 257 242 გიუმრი

თემები (hamaynkner)[რედაქტირება]

თითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 915 თემია, აქედან 49 მიჩნეული ურბანულად, ხოლო 866 სასოფლოდ. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რეგიონული ადმინისტრაციული ერთეულები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. წაკითხვის თარიღი: 2008-09-11.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]