გორის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორის მაზრა ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1900 წ.

გორის მაზრა (რუს. Горийский уезд) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 1801-1840 წლებში წარმოადგენდა საქართველოს გუბერნიის, 1841-1846 წლებში — საქართველო-იმერეთის გუბერნიის, 1846-1916 წლებში კი ტფილისის გუბერნიის შემადგენელ ნაწილს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გორი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მაზრა შეიქმნა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და საქართველოს გუბერნიის შექმნის შედეგად 1801 წლის 12 სექტემბერს[კ 1]. 1840 წლის 10 აპრილის დებულებით, 1841 წელის 1 იანვრიდან გორის მაზრა ახლად შექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა და უბნებად დაიყო[კ 2]. ამიერკავკასიის მხარის სამმართველოს უმაღლესმა საბჭომ გორის მაზრა ხუთ უბნად დაყო: ქსნის (რომელშიც უნდა შესულიყო გაუქმებული დუშეთის მაზრის სოფლების ნაწილი), სურამის, პირველი ოსეთის, მეორე ოსეთისა და ხიდისთავის, თუმცა ეს დაყოფა არ განხორციელებულა. 1841 წელს შეუერთდა დუშეთის მაზრისა და მთიანი ოსეთის მიწები[კ 3]. 1842 წელს ჩამოსცილდა ოსებით დასახლებული სოფლები და მათგან ოსეთის ოკრუგი შეიქმნა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა[1]. გორის მაზრაში დარჩენილი სოფლები, ე. წ. „მთის ხალხები“, ახლად ჩამოყალიბებულ მთის უბანს შეუერთეს. 1842 წლისთვის გორის მაზრაში ოთხი საპოლიციო უბანი გაფორმდა: მთის, ქსნის, სურამის, ხიდისთავის. 1843 წელს გორის მაზრაში შემავალი მთის უბანი და ქსნის უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლად შექმნილი მთის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც კვლავინდებურად საქართველო-იმერეთის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნულით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: გორის მაზრას ჩამოსცილდა მთის უბანი და მნიშვნელოვანი ნაწილი ქსნის უბნისა, მაზრაში დარჩენილი ქსნის უბნის ნაწილისაგან კი მთის საპოლიციო უბანი შეიქმნა. 1843 წლისთვის გორის მაზრის ტერიტორია იყოფოდა შემდეგ საპოლიციო უბნებად: გორის, სურამის, ხიდისთავის. 1859 წლის 19 ივნისს, ოსეთის ოკრუგის გაუქმების შემდეგ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ოსეთის უბნის სახელწოდებით კვლავ გორის მაზრაში მოექცა, რომელიც 1860 წლის დასაწყისისათვის იყოფოდა ოთხ საპოლიციო უბნად: გორის, ოსეთის, სურამის, ხიდისთავის. 1864 წელს ქსნის უბანიც გორის მაზრას დაუბრუნდა. 1865 წელს გორის მაზრის სოფლები, ისევე როგორც სხვა მაზრების სოფლები, სასოფლო საზოგადოებად გაერთიანდა. 1867 წლის 9 დეკემბრის დებულებით გაუქმდა გორის მაზრის უბნებად დაყოფა, მას ჩამოშორდა ყოფილი ქსნის უბანი, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული დუშეთის მაზრის შემადგენლობაში გადავიდა. ქვეყნის საპოლიციო უბნებად დაყოფის აღდგენის შემდეგ (1888) გორის მაზრაში ჩამოყალიბდა ხუთი საპოლიციო უბანი: ახალქალაქის, ბორჯომის, სურამის, ტყვიავის, ცხინვალის. 1892 წლის ახალქალაქის საპოლიციო უბანს უწოდეს ხიდისთავის უბანი, ხოლო ტყვიავისას — მეჯვრისხევისა. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, გორის მაზრა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რაიონებს ემთხვეოდა.

1917 წელს მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 176970 ადამიანს. 1921 წელს გორის მაზრა ადმინისტრაციულად იყოფოდა 12 რაიონად, რომელიც მოიცავდა 32 თემს. გორის მაზრის რაიონები იყო: მეჯვრისხევი, ქვემო ჭალა, ტყვიავი, ცხინვალი, რუისი, გომი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი, ხიდისთავი, ახალქალაქი, კავთისხევი.

გორის მაზრა გაუქმდა 1930 წელს. მის ტერიტორიაზე შეიქმნა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის რაიონები.

გერბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის მაზრის 1843 წლის გერბი

1843 წლის 21 მაისს შეიქმნა გორის მაზრის გერბი[2][3].

გერბის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: ფარის ზედა ერთ ნახევარში ოქროსფერ ფონზე ჩასმულია საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბი; ქვედაში, ცისფერ ფონზე გამოსახულია ძველი კოშკის ნანგრევები, რომელიც ნათდება მზით, ნიშნად იმისა რომ მეფის რუსეთის მმართველობის დროს მოსახლეობას საკმარისია ჰქონდეთ მხოლოდ რუსეთის იმპერიის იმედი და არა მაზრის ტერიტორიაზე შემორჩენილი ციხის ნანგრევებისა. გვერდებზე ხორბლის ძნებია, ნიშნად პურის სიუხვისა[კ 4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Высочайше утвержденное постановление внутренняго Въ Грузии управления

    Грузия Разделяется на пять уездовъ, въ нихъ три въ Карталинии: Горийской, Лорийской и Душетцкой и два въ Кахетии: Телавский и Сигнахской.

    Полное собрание законов Российской империи, собрание 1-ое, т. XXVI, ბრძ. 20007, გვ. 784

  2. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.

    Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237

  3. §7. Горийский уезд образуется из нынешняго Горийскаго уезда, остальной части Душетскаго уезда и горной Осетии

    Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 238

  4. В верхней половине щита, в золотом поле, часть герба Грузино-Имеретинского; в нижней, в голубом поле, древняя разрушающаяся башня, освещенная восходящим солнцем, в знак того, что под управлением Русским, народ не имеет надобности в древних башнях, рассеянных в уезде. По сторонам по снопу пшеницы, в знак изобилия хлеба.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Акты Кавказской археологической комиссии, I, Тбилиси, 1866, გვ. 749
  2. გორის გერბი
  3. Собрание (1825 - 1881) : Том 18 (1843) : Часть 2 : Чертежи и рисунки, გვ. 23