შვედეთის ადმინისტრაციული დაყოფა
შვედეთის ტერიტორია დაყოფილია 21 ლენად (შვედ. län; ტრადიციულად — გუბერნია). თავის მხრივ ლენები დაყოფილია 290 კომუნად
ყოველ ლენს ჰყავს თავისი მმართველობა - გუბერნიის ადმინისტრაცია (sv:länsstyrelse), რომელსაც ნიშნავს შვედეთის მთავრობა და წარმოადგენს მის წარმომადგენლობას, და ასევე პარლამენტის — რიქსდაგის წარმომადგენლობას. ადმინისტრაციის ამოცანაა ადგილობრივი თავისებურებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მართველობის კოორდინირება მთვრობისა და რიქსდაგის პოლიტიკის შესაბამისად.
ამას გარდა, ყოველ ლენში არის არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო — ლანდსტინგი (sv:landsting). ლანდსთინგის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ლენში სოციალური და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
სექციების სია |
ლენების სია [რედაქტირება]
|
ყოველი ლენი თავის მხრივ შედგება მენიციპალიტეტებისაგან ან კომუნებისაგან (შვედ. kommun), რომლებიც ამჟამად 290 ერთეულს შეადგენენ.
| ლენი | მდებარეობა | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა (SCB: 31/12/2006) |
დედაქალაქი | დაარსებულია | აღნიშვნა რუკაზე |
|---|---|---|---|---|---|---|
| K | 2 941 | 151 436 | კარლსკრუნა | 1683 | ||
| W | 28 194 | 275 711 | ფალუნი | 1634 (შეიცვალა 1997) | ||
| I | 3 140 | 57 297 | ვიბიუ | 1678 (?) | ||
| X | 18 191 | 275 653 | ევლე | 1762 | ||
| N | 5 454 | 288 859 | ჰალმსტადტი | 1719 | ||
| Z | 49 443 | 127 020 | ესტერსუნდი | 1810 | ||
| F | 10 475 | 331 539 | იიონჩოპინგი | 1687 | ||
| H | 11 171 | 233 776 | კალმარი | 1634 | ||
| G | 8 458 | 179 635 | ვეკშე | 1674 | ||
| BD | 98 911 | 251 886 | ლულეო | 1810 | ||
| M | 11 027 | 1 184 500 | მალმე | 1997 | ||
| AB | 6 490 | 1 918 104 | სტოკჰოლმი | 1968 | ||
| D | 6 060 | 263 099 | ნიუჩეპინგი | 1683 | ||
| C | 6 989 | 319 925 | უფსალა | 1634 | ||
| S | 17 583 | 273 489 | კარლსტადი | 1779 | ||
| AC | 55 432 | 257 581 | უმეო | 1638 | ||
| Y | 21 678 | 243 978 | ჰერნესანდი | 1762 | ||
| U | 6 302 | 248 489 | ვესტეროსი | 1634 | ||
| O | 23 942 | 1 538 284 | გეტებორგი | 1998 | ||
| T | 8 517 | 275 030 | ერებრუ | 1634 | ||
| E | 10 562 | 417 966 | ლინჩეპინგი | 1634 |
ისტორია [რედაქტირება]
ქვეყნის დაყოფა ლენებად შემოღებული იქნა 1634 წელს გრაფ აქსელ ოქსენშერნის ინიციატივით მართვის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით. ლენებით დაყოფამ შეცვალა პროვინციებად დაყოფა. შვედეთის 1808—1809 წ. ომში რუსეთთან დამარცხების შედეგად და 1809 წ. დადებული ფრიდრიხსგამის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა იძულებული გახდა რუსეთისათვის გადაეცა თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები — ახლანდელი ფინეთი და ალანდის კუნძულები. ამასთან ერთად ქვეყნის ლენებად დაყოფამ ძლიერი ცვლილებები განიცადა, თუმცა თვითონ მოდელი დღევანდელობამდე იქნა შენარჩუნებულ. ფინეთში თავდაპირველი ლენების სისტემა 1997 წლამდე იყო შემონახული, სანამ მათ შესამცირებლად რეფორმა არ გატარდა.
რეორგანიზებული და არსებობაშეწყვეტილი ლენები [რედაქტირება]
- გიოტებორგი და ბოჰუსი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- სკარაბორგი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- ელვსბორგი — შევიდა ვესტრა-გიოტალანდის შემადგენლობაში,
- მალმიოხუსი — შევიდა [[]]ს შემადგენლობაში,
- კრისტიანსტადი — შევიდა სკონეს ლენის შემადგენლობაში,
- კოპარბერგი — გადაერქვა სახელი დოლარნა,
- ნიუჩიოპინგი — გადაერქვა სახელი სიოდერმანლანდი,
- ჰერნიოსანდი — შევიდა ვესტერნორლანდის შემადგენლობაში,
- ჰუდიკსვალი — შევიდა ვესტერნორლანდის შემადგენლობაში,
- ელანდი — გაერთიანდა ლენ კალმართან,
- ნორლანდი — გაიყო ვესტერბოტენად და ვესტერნორლანდად.
მოძველებური დაყოფა [რედაქტირება]
შვედეთის ადრე არსებულმა დაყოფამ პროვინციებად (შვედ. landskap), და ასევე უფრო ზოგადად დაყოფამ რეგიონებად (შვედ. landsdelar) ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ საგრძნობი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა შეინარჩუნა. ამას გარდა, რეგიონების გიოტლანდის სვეალანდის და ნორლანდის სახელწოდებები ხშირად გამოიყენება გეოგრაფიულ კონტექსტში.
პროვინციების სია :
| შვედურად | ქართულად | |
|---|---|---|
| Blekinge | ბლეკინგე | |
| Bohuslän | ბოხუსლენი | |
| Dalarna | დალარნა | |
| Dalsland | დალსლანდი | |
| Gotland | გოტლანდი | |
| Gästrikland | გესტრიკლანდი | |
| Halland | ხალანდი | |
| Hälsingland | ხელსინგლანდი | |
| Härjedalen | ხერედალენი | |
| Jämtland | ემტლანდი | |
| Lappland | ლაპლანდია | |
| Medelpad | მედელპადი | |
| Norrbotten | ნორბოტენი | |
| Närke | ნერკე | |
| Skåne | სკონე | |
| Småland | სმოლანდი | |
| Södermanland | სიოდერმანლანდი | |
| Uppland | უპლანდი | |
| Värmland | ვერმლანდი | |
| Västmanland | ვესტმანლანდი | |
| Västerbotten | ვესტერბოტენი | |
| Västergötland | ვესტერგიოტლანდი | |
| Ångermanland | ონგერმანლანდი | |
| Öland | ელანდი | |
| Östergötland | ესტერგიოტლანდი |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- შვედეთის რეგიონები
- შვედეთის პროვინციები
- შვედეთის კომუნები
- შვედეთის ლენების სია ფართობის მიხედვით
- შვედეთის ლენების სია მოსახლების მიხედვით
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ლენების მმართველობა (შვედ. länsstyrelse).
|
|||||||
