ნუნატაკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ნუნატაკი (გრენლ. nunataaq) — თხელ ყინულსაფარში ამოშვერილი იზოლირებული კლდოვანი მწვერვალი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გრენლანდიასა და ანტარქტიდის ყინულსაფრის კიდური ნაწილებისათვის. ნუნატაკები გვხვდება ასევე ახალ მიწასა და ფრანც-იოსების მიწაზე.
მყინვარულ მხარეეებში წარმოადგენს თავშესაფარს მცენარეულობისათვის.
ისეთი ნუნატაკი, რომელიც უწინ მთლიანად ყინულით იყო დაფარული, აქვს მომრგვალებული მწვერვალი, რომელიც მყინვარული ნაკაწრებითაა დაფარული. მათი აღნიშვნისთვის ზოგჯერ იყენებენ სპეციალურ ტერმინს „ნუნაკოლი“ (ინგლ. Nunakol)[1].
ტერმინი ნუნატაკი წარმოსდგება ესკიმოსთა ენიდან და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა არა უგვიანეს 1880 წლისა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 487, თბ., 1984 წელი.
- Геологический словарь, т2, М-Я. М.1955.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Taylor, Thomas Griffith (1930). Antarctic adventure and research pp. see p. 127-129. New York, London, D. Appleton and co.. წაკითხვის თარიღი: 2009-09-08.