ფედჩენკოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედჩენკოს მყინვარი
ტაჯ. Пиряхи Федченко
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური ფედჩენკოს მყინვარზე, 1999 წ.
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური ფედჩენკოს მყინვარზე, 1999 წ.
კოორდინატები: 38°46′02″ ჩ. გ. 72°16′59″ ა. გ. / 38.76722° ჩ. გ. 72.28306° ა. გ. / 38.76722; 72.28306
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ქედი პამირი
ფართობი 650 კმ²
სიგრძე 77 კმ
ტიპი ხეობური
ფედჩენკოს მყინვარი — ტაჯიკეთი
ფედჩენკოს მყინვარი

ფედჩენკოს მყინვარი (ტაჯ. Пиряхи Федченко) — დიდი მყინვარი ცენტრალურ ტაჯიკეთში. პამირის უდიდესი მყინვარი. მთა-ხეობის ტიპისაა. სათავე აქვს იაზგულემის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დამოუკიდებლობის, 26 კომისრისა და პარიზის კომუნის პიკების მთისძირზე, ეშვება მეცნიერებათა აკადემიის ქედის აღმოსავლეთი კალთის გასწვრივ და იერთებს 45-მდე მყინვარს.[1] სიგრძე 71 კმ, სიგანე 2600 მ. ფართობი დაახლოებით 650 კმ². უკან დახევის სტადიაშია.[2]

ევრაზიის მყინვარებს შორის იგი ჩამორჩება მხოლოდ სიაჩენისა და ბალტოროს მყინვარებს. ფედჩენკოს მყინვარი იწყება მყინვარულ ცირკში, ზღვის დონიდან 6280 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენა ეშვება 2900 მ სიმაღლემდე. ყინულის სისქე შუა ნაწილში 1000 მ-მდეა. ყინულის მოძრაობის სიჩქარე 66,8 სმ/დღ-ღ-მდე. გააჩნია არაერთი დიდი შენაკადი. თოვლის მიჯნა გადის 4650 მ-ზე. ფედჩენკოს მყინვარზე კარგად არის გამოსახული შუა და გვერდითი მორენები. მყინვარიდან გამოდის მდინარე სელდარა. ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ზღვის დონიდან 4200 მ სიმაღლეზეა.[3]

მყინვარის ქვედა ნაწილი აღმოაჩინა რუსმა მკვლევარმა ვასილი ოშანინმა 1878 წელს. შუა და ზედა ნაწილი აღმოაჩინეს პამირის ექსპედიციის დროს 1928 წელს. მყინვარისა და მისი შემოგარენის პირველი რუკა შეადგინა ტოპოგრაფმა ივანე დოროფეევმა. სახელი ეწოდა შუა აზიის მკვლევრის ალექსი ფედჩენკოს პატივსაცემად.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ледник Федченко | Статья в Живой Энциклопедии Приключений
  2. 2.0 2.1 Ледник Федченко | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  3. Долгушин Л. Д., Осипова Г. Б.. Ледники. М: «Мысль», 1989