ალბრეხტ პენკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბრეხტ პენკი
Albrecht Penck

ალბრეხტ პენკი
ალბრეხტ პენკი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1858
დაბადების ადგილი ლაიფციგი
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი, 1945
გარდაცვალების ადგილი პრაღა
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
გეოლოგია

ალბრეხტ პენკი (გერმ. Albrecht Penck; დ. 25 სექტემბერი, 1858, ლაიფციგი — გ. 7 მარტი, 1945, პრაღა) — გერმანელი გეომორფოლოგი. 1885-1906 წლებში ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, 1906-1926 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დიდი წვლილი შეიტანა გერმანიაში თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.

პენკის ძირითადი შრომები შეეხება ზოგადი გეომორფოლოგიისა და მეოთხეული პერიოდის გეოლოგიურ საკითხებს. ეკუთვნის აგრეთვე შრომები კლიმატების კლასიფიკაციაში, რეგიონულ ეკოლოგიასა და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. პენკს ეკუთვნის მყინვარული პეროდის ცალკეულ ეპოქებად (გიუნცური, მინდელური, რისული, ვიურმული) დანაწევრება.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Die Vergletscherung der Deutschen Alpen, Lpz., 1882;
  • Morphologie der Erdoberfläche, Bd 1—2, Stuttg., 1894;
  • Die Alpen im Eiszeitalter, Bd 1—3, Lpz., 1909 (თანაავტ. Е. Brückner); Die Donau, Wien, 1891.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]