გროვ კარლ ჯილბერტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გროვ კარლ ჯილბერტი
Grove Karl Gilbert 0129.jpg
გროვ კარლ ჯილბერტი
დაბადების თარიღი:

6 მაისი 1843

დაბადების ადგილი:

როჩესტერი

გარდაცვალების თარიღი:

1 მაისი 1918

გარდაცვალების ადგილი:

ჯექსონი, მიჩიგანის შტატი

სამეცნიერო სფერო:

გეოლოგია, გეომორფოლოგია

გროვ კარლ ჯილბერტი (ინგლ. Grove Karl Gilbert; დ. 6 მაისი 1843, როჩესტერი — გ. 1 მაისი 1918, ჯექსონი, მიჩიგანის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი და გეომორფოლოგი. 1862 წელს დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი. მეციერებათა აკადემიის ეროვნული წევრი ვაშინგტონში (1883 წლიდან). 1893 და 1909 წლებში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ჯილბერტმა დაადგინა კორდილიერების სიღრმული აგებულება. პირველმა გამოყო ინტრუზიის განსაკუთრებული ფორმა და მისთვის შეიტანა სპეციალური სახელწოდება ლაკოლითი. გამოიკვლია მდინარეული პროცესები, მ.შ. მდინარეების მიერ ნატეხი მასალების გადატანა. შეისწავლა ასევე რელიეფის წარმომქმნელი ფორმები, მათი მოძრაობა და წყლისა და ქარის დამანგრეველი ზემოქმედება.

რეგიონული ტექტონიკური კვლევების განზოგადების საფუძველზე ჯილბერტმა განარჩია დედამიწის ქერქის ორი ტიპის მოძრაობა - დედამიწის ვრცელი ტერიტორიების ნელი ხანგრძლივი აზევება-დაძირვა და სწრაფი ხანმოკლე დანაოჭება, რომელთაც შესაბამისად ეპეიროგენული და ოროგენული მოძრაობები უწოდა.

გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს შემოიღო ცნება ეროზია.

[რედაქტირება] თხზულებები

  • Report on the geology of the Henry Mountains, 2 еd., Wash., 1880;
  • Lake Bonneville, Wash., 1890;
  • An introduction to physical geography, 2 ed., N. Y., 1908 (совм. с A. P. Brigham);
  • Glaciers and glaciation, Wash., 1910.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე