მეჰმედ IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეჰმედ IV
Mehmed-i râbi
IV Mehmed b.jpg
ოსმალეთის მე-19 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1648
მმართ. დასასრული: 1687
წინამორბედი: იბრაჰიმ I
მემკვიდრე: სულეიმან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 იანვარი 1642
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 6 იანვარი 1693
გარდ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: იბრაჰიმ I
დედა: თურჰან ჰატიჯე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Mehmed IV.JPG

მეჰმედ IV (ოსმ. محمد رابع, თურქ. Dördüncü Mehmet, Avcı Sultan Mehmet; დ. 2 იანვარი 1642 — გ. 6 იანვარი 1693) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1648 - 1687 წლებში.

მეჰმედ IV სულთან იბრაჰიმ I-ისა და მისი ცოლის თურჰან ჰატიჯე სულთნის შვილია. სულთნის ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მისი მამა იანიჩარებმა დაამხეს. მისი მცირეწლოვნობის პერიოდში ქვეყანაში სრულ ანარქიას ტესავდნენ და ინტრიგების ქსელს ხლართავდნენ მისი დედა და ბებია. ამ ინტრიგების წყალობით დარდანელის სრუტეში ვენეციელებმა ოსმალეთის ფლოტი დაამარცხეს. ვენეციელები კონსტანტინოპოლსაც უქმნიდნენ საფრთხეს, მაგრამ ვითარება შეიცვალა, როდესაც დიდი ვეზირის სავარძელს, ქოფრიულიუს დიდ ვეზირთა ცნობილი გვარის ფუძემდებელი, ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა იკავებს. მეჰმედ-ფაშამ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აღედგინა.

სულთანზე გავლენა შეინარჩუნა მეჰმედ ფაშას-შვილმა, ფაზილ აჰმედ ფაშამაც, რომელიც ქვეყანას მშვიდად განაგებდა. ავსტრიასთან ომი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა 1669 წელს ვენეციელებს წაართვა კუნძული კრეტა.

1672 წელს თვით სულთნის სარდლობით პოლონეთთან ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო პოდოლიე და უკრაინის ნაწილი.

ფაზილ აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა მუსტაფა-ფაშა, რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი ზავით დასრულდა. მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო გერმანიის დაპყრობა. 1683 წელს ქარა მუსტაფა-ფაშა ვენაზე ლაშქრობას იწყებს. კარლ ლოთარინგიელი და იან სობესკი ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით 1683 წელს მუსტაფა-ფაშა ბელგრადში სიკვდილით დასაჯეს. 1687 წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია. 1687 წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ და დაამხო. ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ციხეში.

ოჯახი[რედაქტირება]

ცოლები და ხარჭები[რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება]

ქალიშვილები[რედაქტირება]

  • ჰატიჯე სულთანი
  • საფიე სულთანი
  • იმიუ გიულსიუმ სულთანი
  • ფატმა სულთანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]