უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან უკრაინის სსრ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
Українська Радянська Соціалістична Республіка

საბჭოთა რესპუბლიკა

Flag of Poland.svg
 
Flag of Russian SFSR.svg
 
Flag of Ukrainian People's Republic (non-official, 1917).svg
10 მარტი, 191925 დეკემბერი, 1991 Flag of Ukraine.svg
Flag of Ukrainian SSR.svg Emblem of the Ukrainian SSR.svg
დროშა გერბი
SovietUnionUkraine.png
დედაქალაქი ხარკოვი (1919-1934)
კიევი (1934-1991)
ენა უკრაინული, რუსული
ფართობი 603,700 კმ²
მოსახლეობა 51 706 746
მმართველობის ფორმა მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური რესპუბლიკა
სახელმწიფოს მეთაური
 - 1919–1938 გრიგორი პეტროვსკი (პირველი)
 - 1990–1991 ლეონიდ კრავჩუკი (ბოლო)

უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უსსრ (უკრ. Українська Радянська Соціалістична Республіка, УРСР), უკრაინა, შეიქმნა 1917 წლის 25 დეკემბერს. სსრკ-ის შექმნის შემდეგ, 1922 წლის 30 დეკემბერს, შევიდა მის შემადგენლობაში როგორც მოკავშირე რესპუბლიკა.

მდებარეობდა სსრკ ევროპის ნაწილის სამხრეთ-დასავლეთში. რესპუბლიკის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადიოდა სსრკ სახელმწიფო საზღვარი სოციალისტურ ქვეყნებთან: პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ბელორუსიის სსრ, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — რსფსრ, სამხრეთ-დასავლეთით - მოლდავეთის სსრ; სამხრეთით აკრავს შავი და აზოვის ზღვები. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ფართობის მიხედვით III (რსფსრ და ყაზახეთის სსრ შემდეგ) და მოსახლეობის მიხედვით II (რსფსრ შემდეგ) ადგილი ეჭირა მოკავშირე რესპუბლიკათა შორის. ფართობი 603,7 ათ. კმ², მოსახლეობა 50,5 მლნ. კაცი (1983 მონაცემებით). დედაქალაქი — კიევი. რესპუბლიკაში 25 ოლქი, 479 რაიონი, 417 ქალაქი და 908 დაბა იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]