თურდო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 32 კმ. კმ |
| აუზის ფართობი | 114 კვ. კმ. კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | გომბორის მთა |
| ჩაედინება | ალაზანი |
| ქვეყნები | საქართველო |
თურდო — მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე და ერთვის მდინარე ალაზანს მარჯვნიდან. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 114 კმ2. ალაზნის ვაკეზე ქმნის ვრცელ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულ-შემოდგომაზე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კიკილაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 11, თბ., 1980 წელი.