ბოლივიის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლივიის სახელმწიფო გერბი

ბოლივიის გერბიბოლივიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. დღევანდელი ფორმით მიღებულ იქნა 1963 წელს. მის ცენტრში მდებარეობს ოვალი, რომელიც შემოსაზღვრულია ბოლივიის დროშით, მუშკეტებით და დაფნის რტოებით. წვერში გამოსახულია ანდური კონდორი.

ცენტრალური ოვალის ძირზე გამოსახულია ათი ვარსკვლავი, რომლებიც აღნიშნავენ ბოლივიის ცხრა დეპარტამენტს და ლიტორალის ყოფილ პროვინციას, რომელიც 1879 ჩილეს მიერ იქნა მითვისებული. ოვალის წვერზე წაწერილია „ბოლივია", ხოლო მის შიგნით გამოსახულია პოტოსის მთა,რომელსაც მზე ადგას თავზე. ასევე ალპაკა, ხე და ხორბლის ძნა. ეს კონტრასტი სრულად ასახავს ბოლივიის გეოგრაფიას, ხოლო ალპაკა ქვეყნის ეროვნული ცხოველია.

გერბზე გამოსახული შაშხანები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა, დაფნის რტოები მშვიდობის, ხოლო კონდორი - ერისა და მისი თავისუფლების დაცვისთვის მზადყოფნის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]