ნევადო-სახამა
|
ნევადო-სახამა |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 6 542 მ. | |
| პირველი ასვლა | 1939 წ. | |
ნევადო-სახამა — ჩამქრალი სტრატოვულკანი სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ორუროს დეპარტამენტში, სახამის პროვინციაში, სახამის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,[1] ჩილეს საზღვრიდან 16–24 კმ-ში, ზღვის დონიდან 6 542 მეტრზე. მწვერვალი განმარტოებულ კონუსს წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს გეოლოგიური კომპლექსის ნაწილია, რომელიც მოიცავს ლავის გუმბათებს, ანდეზიტს, რიოდაციტს. ვულკანის ბოლო ამოფრქვევის თარიღი უცნობია, მაგრამ ის მრავალჯერ ამოფრქვეულა ჰოლოცენის პერიოდში.
ნევადო-სახამა მთამსვლელებმა პირველად 1939 წლის აგვისტოში დალაშქრეს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Wild winds: adventures in the highest Andes(ინგლისური)
- A 25,000-Year Tropical Climate History from Bolivian Ice Cores(ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||