ლიდია გეილერ ტეხადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიდია გეილერ ტეხადა
ბოლივიის 70-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი 1979 – 18 ივლისი 1980
წინამორბედი ალბერტო ნატუში
მემკვიდრე ლუის გარსია მესა ტეხადა

დაბადებული 28 აგვისტო, 1921
კოჩაბამბა, კოჩაბამბის დეპარტამენტი
გარდაცვლილი 9 მაისი, 2011

ლიდია გეილერ ტეხადა (ესპ. Lidia Gueiler Tejada; დ. 28 აგვისტო, 1921, კოჩაბამბა — გ. 9 მაისი, 2011, ლა-პასი) — ბოლივიის ქალი პრეზიდენტი (17 ნოემბერი, 197918 ივლისი, 1980).

კარიერა[რედაქტირება]

1948 წლიდან აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და გაერთიანდა ნაციონალურ-რევოლუციურ მოძრაობაში, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 1952 წლის რევოლუციაში. 1956-1964 წლებში იყო დეპუტატთა პალატის წევრი. 1964 წელს პოლიტიკური ზეწოლის გამო წავიდა ემიგრაციაში. 15 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ახლადარჩეული დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი. 1979 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დეპუტატთა პალატამ აირჩია დროებით პრეზიდენტად. 1980 წლის ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი დატოვა თანამდებობა და საცხოვრებლად საფრანგეთში წავიდა, სადაც ცხოვრობდა 1981 წლის 4 აგვისტომდე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება დიპლომატიურ სამსახურში: იყო ბოლივიის ელჩი საფრანგეთში, ვენესუელასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დაწერილი აქვს ორი ავტობიოგრაფიული წიგნი „ქალი და რევოლუცია“ (1960) და „ჩემი ლიდერობის სურვილი“ (2000).

მისი ინიციატივით დაარსდა და დღესაც აღინიშნება ბოლივიელ ქალთა დღე — 11 ოქტომბერი.

მეუღლეს გაშორებულია, ჰყავს ერთი ქალიშვილი — ტერეზა.

გარდაიცვალა 2011 წლის 9 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 89 წლის ასაკში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]