ჩიკიტოსის იეზუიტთა მისია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიკიტოსის იეზუიტთა მისია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Concepcion church.JPG
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
კოორდინატები 16°46′15″ ს. გ. 61°27′15″ დ. გ. / 16.77083° ს. გ. 61.45417° დ. გ. / -16.77083; -61.45417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 529
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 529
რუს.ინგლ.ფრ.

ჩიკიტოსის იეზუიტთა მისია (ესპ. Misiones jesuíticas del Chiquitos) — კულტურულ-ისტორიული ძეგლი, მდებარეობს აღმოსავლეთ ბოლივიაში სანტა-კრუსის დეპარტამენტში. მოიცავს ექვსი დასახლებული პუნქტის, ყოფილი მისიონერული ცენტრების, კულტურულ ძეგლებს, რომლებიც 1990 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ისტორიული ძეგლები ყურადღებას იმსახურებს თავისი უნიკალური ეკლექტიკური ევროპული და ინდიელების კულტურით.

მისია დააარსეს იეზუიტებმა XVII—XVIII საუკუნეებში, სამხრეთ ამერიკაში კათოლიციზმის გავრცელების მიზნით.

მისიები[რედაქტირება]

სან-ხავიერი[რედაქტირება]

მისია დაარსდა 1691 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1749-1752 წწ. აღნიშნული მისია პირველი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

სან-რაფაელ-დე-ველასკო[რედაქტირება]

სან-რაფაელ-დე-ველასკოს მისია მეორეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. დაარსდა 1695 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1747-1749 წწ.

სან-ხოსე-დე-ჩიკიტოსი[რედაქტირება]

მისია დაარსდა 1698 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1745-1754 წწ. რესტავრაცია ჩაუტარდა 1998-2003 წწ.

კონსეპსიონი[რედაქტირება]

მისიის მეოთხე ეკლესია დაარსდა 1699 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1753-1756 წწ.

სან-მიგელ-დე-ველასკო[რედაქტირება]

სან-მიგელ-დე-ველასკოს მისია მეხუთეა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. დაარსდა 1721 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1750-1757 წწ.

სანტა-ანა-დე-ველასკო[რედაქტირება]

სანტა-ანა-დე-ველასკოს მისია არის ბოლო მისია რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. დაარსდა 1755 წელს, ხოლო ეკლესია აშენდა 1770-1780 წწ.

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]