ელ-ალტო
|
ქალაქი
ელ-ალტო
El Alto
|
ელ-ალტო — ქალაქი ბოლივიის მთიანეთში. ერთ დროს წარმოადგენდა ლა-პასის უბრალო გარეუბანს, ამჟამად კი ბოლივიის ერთ–ერთი უდიდესი და სწრაფად მზარდი ქალაქია. 2001 წელს, მისი მოსახლეობა 649 958 ადამიანს შეადგენდა, უკვე 2010 წლისთვის კი 900 000–ზე მეტს. ელ–ალტო ზღვის დონიდან 4 150 მეტრზე მდებარებს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქს. კლიმატი საკმაოდ ცივია. მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 17 °С–ია.
ელ–ალტო ბოლივიის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. ამის მიზეზია ლა-პასის დეპარტამენტიდან მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც განპირობებულია 1952 წელს დაწყებული სამრეწველო რეფორმით. ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ელ–ალტო მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქალაქია ინდიელი მაცხოვრებლების რაოდენობით. მოსახლეობის 76% აიმარას წარმომადგენელია, 9% კეჩუას, 15% მეტისები და მხოლოდ 1% კრეოლები.
ქალაქში მდებარეობს ელ-ალტოს საერთაშორისო აეროპორტი.