მარია ანჟუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანჟუელი
Marie d'Anjou
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 დეკემბერი 1422
მმართ. დასასრული: 22 ივლისი 1461
წინამორბედი: იზაბელა ბავარიელი
მემკვიდრე: შარლოტა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი 1404
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი 1463 (59 წლის)
მეუღლე: შარლ VII ვალუა
შვილები: ლუი XI, საფრანგეთის მეფე
რადეგონდი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
იოლანდე, სავოიის ჰერცოგინია
მადლენი, ვიანას პრინცესა
შარლი, ბერის ჰერცოგი
ჟანა, ბურბონის ჰერცოგინია
კატრინი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
დინასტია: ანჟუები
მამა: ლუი II, ნეაპოლის მეფე
დედა: იოლანდა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანჟუელი (ფრანგ. Marie d'Anjou; დ. 14 ოქტომბერი, 1404 — გ. 29 ნოემბერი, 1463) — საფრანგეთის დედოფალი 1422-1461 წლებში როგორც შარლ VII-ის მეუღლე. ანჟუელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუას დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია იყო ნეაპოლის მეფე ლუი II ანჟუელისა და მისი მეუღლის, დედოფალ იოლანდა არაგონელის ქალიშვილი. იგი დაიბადა 1404 წლის 14 ოქტომბერს, ანგერის სამეფო სასახლეში.

1413 წელს მარია დანიშნეს საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუაზე, რომელიც საფრანგეთის მეფე შარლ VI ვალუას და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის ვაჟი იყო. მარია და შარლი დაქორწინდნენ 1422 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბურჟეში. თუმცა 1422 წლიდან ინგლისის მეფე ჰენრი VI აკონტროლებდა ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდ ნაწილს. ჩრდილოეთ საფრანგეთს განაგებდა ინგლისური ლანკასტერის სახლი. ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად საფრანგეთმა წამოიწყო ომი რომელიც ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ხშირად ასრულებდა შარლის მოვალეობას როცა იგი ომში იყო წასული, მას არაერთხელ უხელმძღვანილია საფრანგეთის სამეფო საბჭოს შეკრებისათვის. მარიამ რამდენიმეჯერ რეგენტის ტიტულიც მიიღო, რის დროსაც მან რამდენიმე ფრანგ ლეიტენანტს თავადობა უბოძა. გარდა ამისა მისი ბრძანებით ააგეს წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარიც.

მარია ანჟუელის გერბი

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ შარლს 14 შვილი გაუჩინა მას მაინც გაურბოდა თვალი სხვა ქალებისაკენ. 1442 წელს კი მეფე შარლს წარუდგინეს 20 წლის აგნეს სორელი, რომელმაც მეფე თავისი სილამაზით დაატყვევა და დიდი გავლენა მოიპოვა მასზე. სორელმა მეფეს სამი გოგონა გაუჩინა. სწორედ ის გახდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ქალი რომელმაც "სამეფო საყვარლის" წოდება მიიღო. აგნესმა ასევე მიიღო ბრილიანტების ტარების უფლება, რისი უფლებაც ფრანგული ტრადიციის მიხედვით მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მეფე მთლიანად მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომაც 1450 წელს მეოთხე ბავშვზე ორსული აგნესი მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იგი დიზერტერიით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია უკონკურენტოდ დარჩა.

1455 წელს რობერტ ბლონდელმა დედოფალ მარიაზე დაწერა ტრაქტატი "Douze  trouble de l'enfer", ანუ "თორმეტი უბედურება ჯოჯოხეთიდან".

დედა დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1461 წელს შარლ VII გარდაიცვალა. ტახტზე ადის მარიას უფროსი ვაჟი ლუი XI ვალუა, აქედან გამომდინარე მარიას დედა დედოფლის ტიტული ენიჭება. ლუიმ დედას გასახარებლად ამბუაზის სასახლე აჩუქა და ყოველთვიური, უდიდესი პენსიაც დაუნიშნა.

1462 წლის ზამთარში მარიამ მოილოცა ფრანგული ტაძრები. შემდგომ წლებში იგი აპირებდა ესპანეთში წასვლას და იქაური ტაძრების მოლოცვას, თუმცა იმდენად საშინელი გზები იყო, რომ უკვე ხანში შესულმა მარიამ მგზავრობას ვერ გაუძლო და 1463 წლის 29 ნოემბერს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, თავისი მეუღლის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია 1422 წლის 18 დეკემბერს წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ VII-ს . მარიამ მას 14 შვილი გაუჩინა:

სახელი დაიბადა გარდაიცვალა ტიტული
ლუი XI 3 ივლისი 1423 30 აგვისტო 1483 საფრანგეთის მეფე
ჟანი 19 სექტემბერი 1426 არ ჰქონია
როზალინდა 29 აგვისტო 1428 19 მარტი 1444 ავსტრიის ერცჰერცოგინია
კატრინი 29 აგვისტო 1428 13 ივლისი 1446 ბურგუნდიის ჰერცოგინია
ჯეიმსი 1432 2 მარტი 1437 არ ჰქონია
იოანდე 23 სექტემბერი

1434

23/29 აგვისტო

1478

სავოიის ჰერცოგინია
ჟანა 4 მაისი 1435 4 მაისი 1482 ბურბონის ჰერცოგინია
ფილიპი 4 თებერვალი

1436

11 ივნისი 1436 არ ჰქონია
მარგარიტა მაისი 1437 24 ივლისი 1438 არ ჰქონია
ჯოანა 7 სექტემბერი

1438

26 დეკემბერი

1446

არ ჰქონია
მარია 7 სექტემბერი

1439

14 თებერვალი

1440

არ ჰქონია
ისაბელა 1441 არ ჰქონია
მაგდალენა 1 დეკემბერი

1443

21 იანვარი 1495 ვიენის ჰერცოგინია
შარლი 12 დეკემბერი 1446 24 მაისი 1472 ბერის ჰერცოგი

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Murielle Gaude-Ferragu: Queenship in Medieval France, 1300-1500
  • David Green, The Hundred Years War: A People's History, (Yale University Press, 2014), 190.