შინაარსზე გადასვლა

შარლ დე ვალუა (1446-1472)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ დე ვალუა
გაინის, ბერის, აკვიტანიისა და ნორმანდიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი, 1461
მმართ. დასასრული: 24 მაისი, 1472
წინამორბედი: შარლ დე ვალუა
მემკვიდრე: ჟანა დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 დეკემბერი, 1446
დაბ. ადგილი: ტური, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 24 მაისი, 1472, (25 წლის)
გარდ. ადგილი: ბორდო, საფრანგეთი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანჟუელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ დე ვალუა (ფრანგ. Charles de Valois; დ. 26 დეკემბერი, 1446 — გ. 24 მაისი, 1472) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ვაჟი.

შარლი დაიბადა 1446 წის 26 დეკემბერს ტურში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის უმცროსი ვაჟი. 1456 წლიდან, მისი უფროსი ძმა, დოფინი ლუი მამასთან ერთად ბურგუნდიის სამეფო კარზე ცხოვრობდა, რის გამოც დროებით საფრანგეთს შარლი მართავდა. 1461 წელს კი გარდაიცვალა მეფე შარლ VII, მეფე კი ლუი XI ხდება.

ლუი XI თავისი უმცროსი ძმისადმი კეთილად იყო განწყობილი, რის გამოც, ტახტზე ასვლისთანავე მას ბერის ჰერცოგის წოდება უბოძა. 1465 წლის მაისში შარლმა "სახალხო აჯანყების" ლიგა ჩამოაყალიბა უამრავ გამოჩენილ დიდგვაროვანთან ერთად, როგორებიც არიან ბურგუნდიის ჰერცოგი შარლ გულადი, ბრეტანის ჰერცოგი ფრანსუა II და ა.შ. ლიგამ მალევე წამოიწყო ე.წ. "შეშლილი ომი", რაც საბოლოოდ ამავე წლის ოქტომბერში კონფლანის ზავით დასრულდა.

ზავის პირობებით, შარლმა მიიღო აკვიტანიის ჰერცოგობა. ახალი წოდების მიღებასთან ერთად შარლმა ჯარების შეგროვება დაიწყო, რათა მეამბოხე ბრეტანის საჰერცოგო დაეპყრო. ჰერცოგმა ფრანსუა II-მ, ამის საპასუხოდ ალიანსი შეკრა ბურგუნდიის ჰერცოგთან და ომი განაახლა, რომელიც 1468 წლის სექტემბერში ანსენის ზავით დაგვირგვინდა. ამავე 1468 წელს, გამოჩენილი ერთგულებისათვის, მეფე ლუიმ შარლს ნორმანდიის ჰერცოგობა უბოძა.

ამ პერიოდში შარლმა ბურგუნდიის სამეფო კართან მოლაპარაკებები გააჩაღა. მას სურდა, რომ დიდი ალიანსის შესაქმნელად ცოლად შეერთო ჰერცოგ შარლ გულადის ერთადერთი ასული მარია ბურგუნდიელი. საქორწინო მოლაპარაკებები დიდი წარმატებით დასრულდა და ეს კავშირი, თვით რომის პაპმა პავლე II-მაც კი დალოცა. ქორწინებისა და შარლ გულადის გარდაცვალების შემდეგ, შარლ დე ვალუა ბურგუნდიის ჰერცოგი უნდა გამხდარიყო, რასაც ბურგუნდიის საფრანგეთთან მიერთება მოჰყვებოდა.

1472 წლის მაისში შარლი ქალაქ ბორდოში ჩავიდა რათა მარიაზე დაქორწინებულიყო, თუმცა სანამ საპატარძლო ჩავიდოდა, სასიძოს ტუბერკულოზი შეეყარა და 1472 წლის 24 მაისს გარდაიცვალა კიდეც.

  • Jacques Heers, Louis XI : le métier de roi, Paris, Perrin, 1999, 430 p. ISBN 2-262-01233-4.
  • Paul Murray Kendall (trad. Éric Diacon), Louis XI : « l'universelle araigne » [« Louis XI: The Universal Spider »], Paris, Fayard, 1974, XXVIII-584 p. ISBN 2-213-00038-7.
  • Jean Favier, Louis XI, Paris, Fayard, 2001, 1019 p. ISBN 2-213-61003-7.