აგნეს სორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აგნეს სორელი
Melun-diptychon-detail.gif
დაბ. თარიღი 1422
იზერ-სიურ-კრეზი, ტურენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 1450
ჟუმეჟი, ნორმანდია, საფრანგეთი

აგნეს სორელი (დ. 1422 — გ. 9 თებერვალი, 1450) ცნობილი როგორც სილამაზის ქალბატონიშარლ VII-ის სამეფო საყვარელი. იგი პირველი სამეფო საყვარელი იყო, რომელიც ოფიციალურად იყო აღიარებული სამეფო კარზე. დაიბადა ჯარისკაც ჟან სორეს ოჯახში. 20 წლისას უკვე მეფე შარლს წარუდგინეს. აგნესს ძალიან ძლიერი გავლენა გააჩნდა მეფეზე. მისი ექსტრავაგანტული გემოვნების გამო მან სამეფო კარზე ბევრი მტერიც გაიჩინა. მას უკავშირდება დეკოლტეს ტარების მოდის ჩამოყალიბება. ცნობილი იყო გამომწვევი ჩაცმის სტილით. სამეფო კარზე ყოფნისას ცალი მკერდი სულ შიშველი ჰქონდა. მეფესგან მას სამი ქალიშვილი ჰყავდა. 28 წლის ასაკში მეოთხე შვილზე ორსულობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]