შარლ VII (საფრანგეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლ VII დე ვალუა
Charles VII by Jean Fouquet 1445 1450.jpg
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 17 ივლისი, 1429
მმართ. დასაწყისი: 21 ოქტომბერი, 1422
მმართ. დასასრული: 22 ივლისი, 1461
წინამორბედი: შარლ VI
მემკვიდრე: ლუი XI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 თებერვალი, 1403
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 22 ივლისი, 1461, (58 წლის)
გარდ. ადგილი: მეენ-სიურ-იევრი, საფრანგეთი
მეუღლე: მარია ანჟუელი
(ქ. 1422)
შვილები: ლუი XI, საფრანგეთის მეფე
რადეგონდი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
იოლანდე, სავოიის ჰერცოგინია
მადლენი, ვიანას პრინცესა
შარლი, ბერის ჰერცოგი
ჟანა, ბურბონის ჰერცოგინია
კატრინი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VI, საფრანგეთის მეფე
დედა: იზაბელა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ VII დე ვალუა (ფრანგ. Charles VII de Valois) მეტსახელად ძლევამოსილი (ფრანგ. le Victorieux) (დ. 22 თებერვალი, 1403, პარიზი, საფრანგეთი — გ. 22 ივლისი, 1461, მეენ-სიურ-იევრი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1422–1461 წლებში. მამის შარლ VI-ის სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად ტრუის ხელშეკრულებისა (1420 წელი), თავი საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა. ჟანა დ’არკის დახმარებით შარლ VII 1429 წელს რეიმსში მეფედ ეკურთხა და 1437 წელს პარიზში შევიდა. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები მეფის ხელისუფლების გასამტკიცებლად.1439 წელს დააარსა მუდმივი არმია, დააწესა პირდაპირი გადასახადი — ტალია. 1435 წლიდან შეწყვიტა გენერალური შტატების რეგულარული მოწვევა. გამოსცა პრაგმატული სანქცია. ჩაახშო დიდებულთა აჯანყება — პრაგერია (1440 წელი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]