იოჰან ბოჰემიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ბოჰემიელი
Busta Jan Lucemburský.jpg
იოჰან ბეჰემიელის XIV საუკუნის ბიუსტი წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარში
ბოჰემიის დროშა ბოჰემიის მეფე
მმართ. წლები: 13101346
კორონაცია: 1311 წლის 7 თებერვალი, პრაღა[1]
წინამორბედი: ჰაინრიხ ბოჰემიელი
მემკვიდრე: კარლ IV
ლუქსემბურგის, არლონის და დურბის გრაფი
მმართ. წლები: 13131346
წინამორბედი: ჰაინრიხ VII
მემკვიდრე: კარლ IV
სხვა წოდებები: პოლონეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 აგვისტო, 1296
დაბ. ადგილი: ლუქსემბურგი, ლუქსემბურგის საგრაფო
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო, 1346 (50 წლის)
გარდ. ადგილი: კრესი ენ პეტრუ, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე:
შვილები:
დინასტია: Arms of the Counts of Luxembourg.svg ლუქსემბურგები
მამა: ჰაინრიხ VII
დედა: მარგარეტ ბრაბანტელი
ბრძოლები/ომები:

ასწლიანი ომი

იოჰან ლუქსემბურგელი (ლუქს. Jang; გერმ. Johann; ჩეხ. Jan; ასევე ცნობილი როგორც იოჰან ბოჰემიელი და იოჰან ბრმა; დ. 1296 წლის 10 აგვისტო1346 წლის 26 აგვისტო) ლუქსემბურგთა დინასტიის წარმომადგენელი, ლუქსემბურგის გრაფი 1313 წლიდან, ბოჰემიის მეფე 1310 წლიდან და პოლონეთის მეფის ტიტულის მატარებელი.[2] გარდაიცვალა 1346 წლის 26 აგვისტოს, გარდაიცვალა კრესის ბრძოლაში, გარდაცვალებამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, 40 წლის ასაკში დაბრმავდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანი იყო საღვთო რომის იმპერატორ, ჰაინრიხ VII-ისა და მარგარეტ ბრაბანტელის უფროსი ვაჟი. გაიზარდა პარიზში და განათლებაც ფრანგული მიიღო, თუმცა დიდი ფრანგული გავლენის მიუხედავად ღრმად იყო ჩართული გერმანიის პოლიტიკაში.

1310 წელს, იმპერატორმა ჰაინრიხმა 14 წლის იოჰანისა და ელიზაბეტ ბოჰემიელის (1292-1330) (გარდაცვლილი ბოჰემიის მეფე ვენცელ III-ის ქალიშვილი) ქორწილი დაგეგმა. ქორწილი ჩატარდა შპაიერში, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულები პრაღაში წავიდნენ გამოცდილი დიპლომატისადა ჩეხეთის პრობლემების ექსპერიტი, პიტერ ასპელტელის, მაინცის მეუფის ჯგუფის თანხლებით. რადგანაც ჰაინრიხმა იმპერიული შენაერთები გააყოლა წყვილს თავდაცვის მიზნით ნიუმბერგიდან პრაღაში, ჩეხურმა ძალებმა შეძლეს პრაღაზე კონტროლის აღება და ბოჰემიის მეფე ჰაინრიხ ბოჰემიელი ტახტიდან ჩამოაგდეს 1310 წლის 3 დეკემბერს. რადგანაც პრაღის სასახლეში ცოვრება შეუძლებელი იყო, იოჰანი ქალაქის უძველეს მოედნის ერთ-ერთ სახლში დასახლდა და მრჩეველების დახმარებით მოახერხა ჩეხების სახელმწიფოში საქმეთა დასტაბილურება. როგორც ვენცელ III-ის მემკვიდრე, იოჰანი გახდა საღვთო რომის იმპერიის შვიდი პრინცი ელექტორიდან ერთ-ერთი და პოლენითის და უნგრეთის სამეფო ტახტების მოსარჩლე. იოჰანის მცდელობა, გაყოლილიყო მამაისის გზას როგორც რომაელების მეფე, ჩაიშალა ლუდვიგ IV ბავარიელის არჩევით 1314 წელს. იოჰანი მხარს უჭერდა ლუდვიგ IV-ეს, ფრიდრიხ მართალის წინააღმდეგ, რისი კულმინაციაც 1322 წელს მულდორფის ბრძოლაში მოდხდა, რის შემდეგაც იოჰან ბოჰემიელმა ჯილდოდ ეგერლენდი მიიღო.

პრობლემები თავადაზნაურობასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხ თავადაზნაურობის უმეტესობას იოჰანი, მისი წინაბორბედი ჰაინრიხის მსგავსად, არ მოსწონდათ. ითვლებოდა, რომ იოჰანი იყო „უცხოელი მეფე“ და გარკვეული დროის შემდეგ ხელი აიღო ბოჰემიის მმარველობაზე, რათა ცხოვრება მოგზაურობისათვის დაეთმო. იოჰანი გაშორდა ცოლს და ბოჰემიის სამეფო ბარონებს დაუტოვა სამართვად, როდესაც თავად ლუქსემბუგის და საფრანგეთის კორტებში იმყოფებოდა.[3] იოჰანი მოგზაურობებიას ესტუმრა სილეზიას, პოლონეთის სამეფოს, ლატვიის დიდ საჰერცოგოს, ტიროლს, იტალიის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილს და ავინიონს. იოჰანი, პოლონეთის ტახტისათვი ბრძოლაში მეტოქე ვლადისლავ I ლოკიტეკის წინააღმდეგ მხარს უჭერდა ტევტონთა ორდენის სახელმწიფოს, პოლონეთ-ტევდონის ომში 1326-1332 წლებში. იოჰანმა ერთგულების ფიცი დაადებინა სილიზიის რამდენიმე ჰერცოგს. 1335 წელს ვიშეგრადის კონგრესში, ვლადისლავ I ლოკიდეკის მემკვიდრე კაზიმირ III დიდმა იოჰანს დიდი თანხა გადაუხადა პოლონეთის ტახტზე უარის თქმის ნაცვლად.[4]

იოჰან ბოჰემიელის ბეჭედი. ბეჭდის კიდეზე ლათინურად იკითხება: IOHANNES DEI GRAT BOEMIE ET POL REX LVCEMBVRG COMES

იოჰანის უპირველესი გადადგმული ნაბიჭი, როგორც მეფე, იყო მეფის ავტორიტეტისა და ძალაუფლების რესტავრაცია და სახელმწიფოს შიგნით მშვიდობის დამყარება. 1311 წელს იოჰანმა შეძლო ბოჰემიელ და მორავიელ არისტოკრატებთან შეთანხმების მიღწევა, რაც ცნობილია როგორც „ინაგურაციული დიპლომები“, შეთანხმების მიხედვით იოჰანმა შეზღუდა როგორც მმართველის ასევე არისტოკრატების უფლებები. არისტოკრატები ინარჩუნებდნენ მეფის არჩევის უფლებას, საგანგებო გადასახადების დაწესების უფლებას, ქონების უფლებას და მიეცათ არჩევის თავისუფლება დაეხმარებოდნენ თუ არა მეფეს საგარეო ომებში. მეორე მხარეს, მედეს მიეცა უფლება დაენიშნა უცხოელი პირი ოფიციალურ თანამდებოდაზე. ამ შეთანხმებებით საფუძველი დაედო მეფის ძალაუფლების გაზრდას ბოჰემიის სამეფოებში. ყველაფრის მიუხედავად შეთანხმება ვერ იყო ისეთი წარმატებული როგორც ეს იოჰანს უნდოდა. არისტოკრატებს არ სურდათ დაეთმოთ ქონება და გავლენა რომელიც ვენცელ II-ის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.

საერთაშორისო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო პოლიტიკით, ჩეხებისაგან განსხვაებით, იოჰანი დიდად იყო დაინტერესებული, და თავადაც „არაბუნებრივად ნიჭიერი“ იყო ამ საქმეში. მამამისი ჰანრიხის დახმარებით, იოჰანმა ჰაბსბურგების დინასტია აიძულა დათანხმებულიყვნენ მორავიის საკითხის ბოჰემიურ გადაწყვეტაზე. მან ასევე აიძულა ვეტინების დინასტია, დაეთმოთ საქსონიის ტერიტორიები, რომლებიც ბოჰემიის ჩრდილოეთ საზღვარზე იმყოფებოდა. იოჰანმა ასევე გადაწყვიტა, დაემყარებინა ახლო ურთიერთობა სილეზიის სამთავროებთან, რომლებიც ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომაროებით ახლოს იყვნენ ბოჰემიასთან და მორავიასთან

იოჰან ბოჰემიელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები (მუქი საზღვრებით) შედარებული ჩეხოსლოვაკიის პირველ რესპუბლიკასთან (ნაცრისფრად)

იოჰანის მოქმედების სპექტრი, საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც მამამისმა მეუფე გენერლად, იმპერატორის მოადგილედ, დანიშნა. ამან იოჰანს მისცა საშუალება კიდევ უფრო დიდი წვლილი შეეტანა იმპერიის გაძლიერებაში და იტალიური ტერიტორიებისათვის ომში. 1313 წელს ჰაინრიხ VII-ის გარდაცვალების შემდეგ იოჰანისთივ გაჩნდა შანსი გამხდარიყო საღვთო რომის იმპერატორი, რაშიც მას ორი ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ფრიდრიხ ჰაბსბუგი და ლუდვიგ ბავარიელი.

იოჰანმა დახმარება ლუდვიგს გაუწია და არჩევნებში სწორედ მას მისცა ხმა. დახმარების სამაგიეროდ კი უკვე იმპერატორი ლუდვიგ IV იოჰანს ტერიტორიებს დაჰპირდა სილეზიის, მეისენი, ჩების და ზემო პალატინატის რეგიონებში. შემდეგ, 1319 წელს იოჰანმა კონტროლი დააამყარა ბაუცენის და 1829 წელს გერლიცის რეგიონებზე.[5]

ოჯახი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსემბურგის გრაფი და ბოჰემიის მეფე, იოჰან ბრმის გერბი

იოჰან ბავარიელი ორჯერ იყო დაქორწინებული:

პირველად, ელიზაბეტ ბოჰემიელზე. პირველ ქორწინებაში იოჰანს ეყოლა შვიდი შვილი:

  1. მარგარეტ ბოჰემიელი, ბავარიის ჰერცოგინა (დ. 1313 წლის 8 ივლისი — გ. 1341 წლის 11 ივლისი, პრაღა), დაქორწინდა 1328 წლის 12 აგვისტოს ჰანრიხ XIV, ბავარიის ჰერცოგზე;[6]
  2. ბონა ლუქსემბურგელი (დ. 1315 წლის 21 მაისი — გ. 1349 წლის 11 სექტემბერი), დაქორწინდა 1332 წლის 6 აგვისტოს, საფრანგეთის მეფე ჯან II კეთილზე;[6]
  3. კარლ IV (დ. 1316 წლის 14 მაისი – გ. 1378 წლის 29 ნოემბერი), ბოჰემიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი;[6]
  4. ოტოკარი („ოტო“) (დ. 1318 წლის 22 ნეომბერი – გ. 1320 წლის 2 აპრილი), ბოჰემიის პორინცი;[6]
  5. იოჰან ჰაინრიხი(დ. 1322 წლის 12 თებერვალი მიელნიკი – გ. 1375 წლის 12 ნოემბერი), მორავიის მარკგრაფი;[6]
  6. ანა (დ. 1323 წელი – გ. 1338 წლის 3 სექტემბერი), ელიზაბეტის ტყუპი, დაქორწინდა 1335 წლის 16 თებერვალს, ოტო ავსტრიელზე;[6]
  7. ელიზაბეტი (დ. 1323 – გ. 1324).[6]

მეორედ 1334 წლის დეკემბერში, ბეატრის დე ბურბონზე, [6] ამ ქორწინებიდან იოჰანს ეყოლა ერთი ვაჟი

  1. ვენცელ I ლუქსემბერგელი (დ. 1337 წლის 25 თეერვალი – გ. 1383 წლის 7 დეკმბერი ), ლუქსემბურგის და რაბანტის გრაფი[6]

იოჰანს ასევე ჰყავდა უკანონო ვაჟი, ნიკოლაუს აკვილიელი, რომელიც აკვილიის პარტირიარქი იყო 1350-იდან 1358 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Agnew, Hugh L. The Czechs and the Lands of the Bohemian Crown. Stanford: Hoover Institution Press, 2004. 30–33. Print. Neillands, Robin. The Hundred Years' War. London: Routledge, 1990. 100. Print. Teich, Mikuláš. Bohemia in History. New York: Cambridge University Press, 1998. 53–55. Print. Pánek, Jaroslav, and Oldřich Tůma. A History Of The Czech Lands. Prague: Karolinum Press, 2009. 121-25. Print.

  • (2005) Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Yale University Press. 
  • The Chronicles of Froissart, translated by Lord Berners, edited by G.C. Macaulay. The Harvard Classics. [1]
  • CRONICA ECCLESIAE PRAGENSIS BENESSII KRABICE DE WEITMILE [2]
  • Pánek, Jaroslav, and Oldřich Tůma. A History of the Czech Lands. Prague: Karolinum Press, 2009. 121-25. Print.
  • Teich, Mikuláš. Bohemia in History. New York: Cambridge University Press, 1998. 53–55. Print.
  • Neillands, Robin. The Hundred Years' War. London: Routledge, 1990. 100. Print.
  • (2005) Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Yale University Press. 
  • The Chronicles of Froissart, translated by Lord Berners, edited by G.C. Macaulay. The Harvard Classics. [3]
  • CRONICA ECCLESIAE PRAGENSIS BENESSII KRABICE DE WEITMILE [4]
  • Pánek, Jaroslav, and Oldřich Tůma. A History of the Czech Lands. Prague: Karolinum Press, 2009. 121-25. Print.
  • Teich, Mikuláš. Bohemia in History. New York: Cambridge University Press, 1998. 53–55. Print.
  • Neillands, Robin. The Hundred Years' War. London: Routledge, 1990. 100. Print.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Royal Route. Královská cesta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 11 July 2013.
  2. 'The Grand Ducal Family of Luxembourg'. Accessed at https://sip.gouvernement.lu/dam-assets/publications/brochure-livre/minist-etat/sip/livre/famille_grand-ducale/La_famille_grand-ducale-EN.pdf on February 25th, 2019
  3. Teich, Mikuláš. Bohemia in History. New York: Cambridge University Press, 1998. 53–55. Print.
  4. Nowakowski Tomasz Tadeusz: Kazimierz Wielki a Bydgoszcz. Toruń: Wydawnictwo Adam Marszałek, 2003. ISBN 83-7322-527-7. , pp. 73–74, 76, 79, 83, 165–171, 176
  5. Pánek, Jaroslav, and Oldřich Tůma. A History of the Czech Lands. Prague: Karolinum Press, 2009. 121-25. Print.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 Boehm & Fajt 2005, p. xvi.