შარლ VI შლეგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ VI-ის მეფედ კურთხევა

შარლ VI შლეგი (ფრანგ. Charles VI le Fou); დ. 3 დეკემბერი, 1368, პარიზი, საფრანგეთი — გ. 21 ოქტომბერი, 1422, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1380-1422 წლებში. როდესაც შარლ VI ბრეტანის ჰერცოგის წინააღმდეგ სალაშქროდ იყო, ჭკუიდან შეირყა. ასე რომ, ძალაუფლება ფაქტიურად მის ნათესავებს ჩაუვარდა ხელში. საფრანგეთში დაიწყო შინაომი ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის. ერთ მათგანს სათავეში ედგნენ ბურგუნდიის ჰერცოგები. მეორეს — ორლეანის ჰერცოგები და არმანიაკის გრაფები. შარლ VI-ის მეფობის დროს მოხდა ხალხის დიდი აჯანყებები (მეუროების, კაბოშინების). ინგლისელებმა მიაღწიეს ტროას ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საფრანგეთი ნაწილობრივ ინგლისის სამეფოდ გამოცხადდა, ხოლო ინგლისის მეფე ჰენრი V შარლ VI მეფობის დროს რეგენტად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ — მემკვიდრედ. მაგრამ ინგლისელებმა ვერ მოახერხეს ამ განზრახვის შესრულება — საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი შარლ VII.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ალექსანდრე დიუმა, დედოფალი მარგო, გამომც. „ნაკადული“, თბილისი, 1973, გვ. 741.