მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე
მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 თებერვალი, 1824 მოდენა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
18 მარტი, 1906, (82 წლის) გრაცი, ავსტრია |
ეროვნება | იტალიელები |
წოდება | მონტისონის ჰერცოგი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ხუანი, მონტისონის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი |
კარლოსი, მადრიდის ჰერცოგი ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ფრანჩესკო IV, მოდენას ჰერცოგი დედა: მარია ბეატრიჩე სავოიელი |
მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე (გერმ. Maria Beatrix von Österreich-Este, იტალ. Maria Beatrice d'Asburgo-Este, ესპ. María Beatriz de Austria-Este; დ. 13 თებერვალი, 1824 — გ. 18 მარტი, 1906) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მარია ბეატრიჩე სავოიელის ასული. კარლისტთა ლიდერ ხუან დე ბურბონის მეუღლე დე მისი ორი ვაჟის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ბეატრიქსი დაიბადა 1824 წლის 13 თებერვალს მოდენაში, იტალიაში. იგი იყო მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მისი მეუღლის, მარია ბეატრიჩე სავოიელის ქალიშვილი. 1847 წლის 6 თებერვალს კასერტას სასახლეში შედგა მისი და ესპანეთის მეფე კარლ IV-ის შვილიშვილ ხუან დე ბურბონის ქორწინება. როგორც ხუანის ცოლი, იგი ითვლებოდა ესპანეთის დე ფაქტო დედოფლად და ასევე საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ.
მრავალწლიანი ქორწინებიდან, ხუანსა და ბეატრიქსს სულ ორი ვაჟი შეეძინათ:
- კარლოს მარია (1848-1909), ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარგერიტა დე ბურბონ-პარმა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ბერტა დე როანზე;
- ალფონსო კარლოსი (1849-1936), საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარია დას ნევეს პორტუგალიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
ბეატრიქსი გარდაიცვალა 1906 წლის 18 მარტს 82 წლის ასაკში, ავსტრიის ქალაქ გრაცში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Historisches Jahrbuch der Stadt Graz, Bände 26-28, Stadtmuseum Graz, 1996, S. 240
- Lars Friedrich: Mayerling: Chronik eines Dorfes, Books on Demand, 2008, S. 33