ჯონ ადამსი
ჯონ ადამსი John Adams | |
აშშ-ის მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1797 – 4 მარტი, 1801 | |
ვიცე-პრეზიდენტი | თომას ჯეფერსონი |
წინამორბედი | ჯორჯ ვაშინგტონი |
მემკვიდრე | თომას ჯეფერსონი |
აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 აპრილი, 1789 – 4 მარტი, 1797 | |
პრეზიდენტი | ჯორჯ ვაშინგტონი |
წინამორბედი | არა |
მემკვიდრე | თომას ჯეფერსონი |
დაბადებული | 30 ოქტომბერი, 1735 ქუინსი, მასაჩუსეტსი |
გარდაცვლილი | 4 ივლისი, 1826 ქუინსი, მასაჩუსეტსი |
პოლიტიკური პარტია | ფედერალისტური პარტია |
მეუღლე | აბიგაილ ადამსი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
ჯონ ადამსი (ინგლ. John Adams; დ. 30 ოქტომბერი, 1735, ქუინსი, მასაჩუსეტსი — გ. 4 ივლისი, 1826, ქუინსი, მასაჩუსეტსი) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-2 პრეზიდენტი 1797-1801 წლებში. 1789-97 წლებში ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობისას იყო აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად ამერიკის დამაარსებელთა შორის.
ადამსი ცნობილი გახდა ამერიკის რევოლუციის ადრეული ეტაპიდან. როგორც მასაჩუსეტსის დელეგატი კონტინენტურ კონგრესში, იგი იბრძოდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისაღებად 1776 წელს. როგორც კონგრესის წარმომადგენელი ევროპაში, იგი იყო მთავარი მომლაპარაკებელი პირი ბრიტანეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისას. ასევე მისი ძალისხმევის შედეგი იყო ამსტერდამიდან მნიშვნელოვანი კრედიტის მიღება.
ადამსის რევოლუციისდროინდელი უფლებამოსილება საფუძველი გახდა მისი ორი ვადით ვიცე-პრეზიდენტობისა ჯორჯ ვაშინგტონის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც იგი აირჩიეს აშშ-ის მეორე პრეზიდენტად. პრეზიდენტობის დროს იგი იყო შეწუხებული შიდა დაპირისპირებით ფედერალისტთა პარტიაში და უთანხმოებით ჯეფერსონის რესპუბლიკელებთან. მისი თანამდებობაზე ყოფნისას მან სადავო Alien and Sedition Acts მოაწერა ხელი. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა იყო სამშვიდობო რეზოლუცია 1798 წელს კვაზი ომის კრიზისის დროს საფრანგეთთან.
თომას ჯეფერსონთან (იმ დროს ადამსის ვიცე-პრეზიდენტი) საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადამსი დაბრუნდა მასაჩუსეტსში. მან და მისმა ცოლმა აბიგაილ ადამსმა დააარსეს პოლიტიკოსების, დიპლომატების და ისტორიკოსების დინასტია, რომელიც ამჟამად ცნობილია ადამსების პოლიტიკური ოჯახის სახელით. ჯონ ადამსი იყო აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის მამა. მისმა წარმატებებმა ფართო აღიარება ჰპოვა თანამედროვეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი წვლილი თავიდან არ იყო ისე აღნიშნული, როგორც სხვა დამაარსებლებისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 82.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
განმანათლებლობა
|
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით |
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია |
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი |
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები |
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი |
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა |
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია |
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა |
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი |
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი |
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი |
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი |
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები |
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი |