PC Engine SuperGrafx

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PC Engine SuperGrafx

PC Engine SuperGrafx კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი NEC
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი იაპ 8 დეკემბერი, 1989[1]
FRA მაისი, 1990
მედია HuCard, CD-ROM
პროცესორი Hudson Soft HuC6280
მეხსიერება 32 კბ RAM, 128 კბ ვიდეო RAM
ყველაზე გაყიდვადი თამაში Daimakaimura
წინა PC Engine
შემდეგი PC Engine Duo

PC Engine SuperGrafx (იაპონ. PCエンジンスーパーグラフィックス), შემოკლებით SuperGrafx, ან PC Engine SGმეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია NEC-ის მიერ, რომელიც იაპონიაში გამოვიდა 1989 წლის 8 დეკემბერს, ხოლო საფრანგეთში 1990 წლის მაისში. ეს არის PC Engine-ის განახლებული ვერსია და მის მსგავსად იმპორტირებული იქნა საფრანგეთში.

თავდაპირველად დაანონსდა PC Engine 2-ის სახელით და (PCエンジン2)[2] მოიაზრებოდა, როგორც ჭეშმარიტი 16 ბიტიანი სისტემა გაუმჯობესებული გრაფიკითა და აუდიო შესაძლებლობებით, რომლის გამოშვება დაგეგმილი იყო 1990 წელს, თუმცა ის ბაზარზე გამოჩნდა 1989 წელს მხოლოდ რამდენიმე განახლებით ორიგინალ კონსოლთან შედარებით.

სისტემის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაში: „1941:Counter Attack“, „Aldynes“, „Battle Ace“, „Darius Plus“, „Daimakaimura“, „Madō King Granzort“. მაგრამ, იმის წყალობით, რომ SuperGrafx უკუთავსებადი იყო PC Engine-თან, მასზე ხელმისაწვდომი გახდა 700-მდე პროგრამული პაკეტი. კომერციული კრახიდან გამომდინარე, SuperGrafx-ის არცერთი მოწყობილობა არ დანერგილა მის მემკვიდრე კონსოლ PC Engine Duo-ში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.pc-engine.co.uk/?section=systems
  2. Harris, Steve (July 1989). „Cover Story - Next Generation Gaming“. Electronic Gaming Monthly. 1 (2): 31–32.