შინაარსზე გადასვლა

Symbian OS

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Symbian
შემქმნელი Symbian Ltd. (1998–2008)
Symbian Foundation (2008–11)
Nokia (2010–11)
Accenture, Nokia-ს სახელით^ (2011–13)[1]
ენა C++[2]
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
RTOS
სამუშაო მდგომარეობა შეწყვეტილი
წყაროს მოდელი დახურული,[3] მანამდე ღია წყარო (2010–11)
პირველად გამოვიდა 5 ივნისი, 1997; 27 წლის წინ (1997-06-05) (როგორც EPOC32)
უკანასკნელი გამოშვება Nokia Belle Feature Pack 2 / 2 ოქტომბერი 2012
ხელმისაწვდომი ენები მრავალენოვანი
განახლების მეთოდი 65
პაკეტების მენეჯერი Opera Store, .sis, .sisx, .jad, .jar
მხარდაჭერილი
პლატფორმები
ARM, x86[4]
ბირთვის ტიპი რეალური დროის მიკრობირთვი, EKA2
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
S60 (2009 წლიდან)
ლიცენზია დაპატენტებული, მანამდე EPL
ოფიციალური საიტი symbian.nokia.com (2014 წლის მაისიდან არ მოქმედებს), symbian.org (2009 წლის ოქტომბრიდან არ მოქმედებს)

Symbianოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის და პორტატიული ციფრული მოწყობილობებისთვის, შექმნილი Symbian Ltd-ს მიერ.

მობილური ტელეფონებისთვის არსებობს შემდეგი ოპერაციული სისტემები:

Symbian OS, Windows Mobile, Linux, Palm OS, Juix, (ჯავა და ლინუქსი) Savaje OS (ჯერჯერობით უცნობი ოპერაციული სისტემა რომელიც, მთლიანად Java ტექნოლოგიაზეა დამყარებული). ჩამოთვლილთაგან უმეტესობა მობილური აპარატების მომხმარებელთათვის მეტნაკლებად ნაცნობია.

სიმბიანი არის ერთ-ერთი გამოსავალი მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც ემყარება PDA-ს ფუნქციებს და ჩატვირთვისთვის მინიმალურ დროს საჭიროებს. ამ პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონები ნაკლებად ძლიერი (მაქსიმუმი 220 MHz, 8.1 ვერსიის შემთხვევაში) პროცესორებით არის აღჭურვილი, ამიტომაც მწარმოებლურობაც არც ისე მაღალია. ამიტომაც მომხმარებელს ხშირად უწევს გაშვებულ პროგრამებზე თვალის დევნება, რათა არ მოხდეს ოპერატიული მეხსიერების და შემდეგ ტელეფონის გადატვირთვა.

სიმბიანი EPOC პლატფორმის მემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ Psion-ის კლასის ციფრულ ორგანაიზერებს ეფუძნებოდა. 1984 წელს გამოდის პირველი ციფრული პერსონალური ორგანაიზერი Psion Organizer. სწორედ აღნიშნულმა მოწყობილობამ გადააწყვეტინა ბრიტანელ მწარმოებელ Psion-ს შეექმნა ოპერაციული სისტემა, რაც მოგვიანებით, 1991 წლს განხორციელდა და ორგანაიზერების ხაზი Psion Series 3 გამოვიდა, სადაც პირველად იქნა გამოიყენებული ოპერაციული სისტემა SIBO (მეორე სახელი Symbian 16). მიზნის განსახორციელებლად Psion-ის დამფუძნებელმა დევიდ პოტერმა მოკავშირეების ძებნა დაიწყო. მას შეუეთდნენ Ericsson, Motorola და Nokia და კომპანია Symbian-ი ჩამოაყალიბეს, რომელიც თავიდან Psion-ის ფილიალი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი კონცერნი გახდა.

1997 წელს Symbian OS-ის პირველი ვერსია გამოვიდა, თუმცა საკმაოდ სუსტი გამოდგა. მხოლოდ 1999 წელს გამოსულმა Symbian OS 5.0 ვერსიამ უზრუნველყო მუშაობის რეალური შედეგის მიღწევა. ინჟინრებმა ორ წელიწადში სისტემის ხუთი ვერსია დაამუშავეს, რომელზეც Psion Series 7 და Psion Revo+ კომპიუტერები მუშაობდნენ.

2001 წელს გამოვიდა პირველი Symbian OS-ის ქვეშ მომუშავე ტელეფონი-კომუნიკატორი Nokia 9210 ვერსიით 6.0. იგი ARM9-ს ტიპის 52 MHz-იან პროცესორზე მუშაობდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო იმ დროისთვის მობილურ აპარატზე.

2002 წლის მეორე კვარტალში გამოდის 2001 წლის ნოემბერში ანონსირებული Nokia 7650.ის Symbian OS 6.1 ქვეშ მუშაობდა და ARM9 ტიპის 104 MHz-იანი პროცესორი გააჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული OS-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გამოშვებული აქვს ცნობილ კომპანიებს: Arima, Sanyo, Sendo, Mitsubishi, BenQ, Foma, Motorola, Nokia, Panasonic, Samsung, Siemens, Fujitsu, Sony Ericsson, LG, და მსოფლიოში სმარტფონების 76 % მასზე მუშაობს. საკმაოდ დიდია Nokia-ს წილი ამ ოპერაციული სისტემის განვითარებასა და ფორმირებაში. ფინურ გიგანტს 2004 წლის დასაწყისში სურვილი ჰქონდა შეეძინა კონცერნ Symbian-ის საკონტროლო პაკეტი, რაც შესაძლო მონოპოლიზების გამო პარტნიორმა მწარმოებლებმა არ დაუშვეს.

Symbian OS-ის ქვეშ მომუშავე მობილური ტელეფონები იყოფა სერიებად, სამომხმარებლო ინტერფეისების მიხედვით:

  • S60
  • S80
  • S90
  • UIQ

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც ყველა გავრცელებული სერია S60-ია.

S60-ზე მომუშავე სმარტფონები ხასიათდებიან მობილური აპარატებისთვის დამახასიათებელი ფორმ-ფაქტორებითა და ძირითად შემთხვევაში QVGA (240X320) გაფართოების ეკრანით. სწორედ ეს პლათფორმა არის ყველაზე მეტად გავრცელებული Symbian OS მოწყობილობებში (Lenovo P930, Nokia N71, Nokia N80, Nokia E61, Nokia E70, Nokia E60, Nokia 3250, Nokia N91, Nokia N70, Nokia N90, Nokia 6682, Nokia 6681, Nokia 6680, Nokia 3230, Nokia 6670, Nokia 6630, Nokia 6260, Nokia N-Gage QD, Nokia 7610, Nokia 6620, Nokia 3660, Nokia 3620, Nokia 6600, Nokia 3600, Nokia N-Gage, Nokia 3650, Nokia 7650, Panasonic X800, Panasonic X700, Samsung SGH-D730, Samsung SGH - D720, Samsung SGH – D710, Samsung SGH – D700, Siemens SX1 Nokia 5320 Xpress music. Nokia 5630 Xpress Music, n95, n95 8GB.n78,n81,n81 8GB).

Series 80-ის ქვეშ მომუშავე კომუნიკატორები აღჭურვილნი არიან QWERTY კლავიატურით, ინტეგრირებული „თაგვით“ ნავიგაციისთვის, 2 ეკრანიანი, NoteBook-ის მსგავსი, გასახსნელი კორპუსით და დიდი მოცულობის შიდა მეხსიერებით (Nokia 9210/9210i, Nokia 9290, Nokia 9500, Nokia 9300/9300i).

Series 90 არც თუ ისე წარმატებული პლათფორმაა. მასზე მხოლოდ ორი აპარატი Nokia 7700 და Nokia 7710-ია გამოშვებული. წარუმატებლობის გამო 7700 მოხსნილია წარმოებიდან და 7710 განახლებული ვერსიით კვლავ გამოდის. ორივე მულტიმედია ტელეფონი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, გააჩნიათ ვირტუალური QWERTY კლავიატურა და დიდი შიდა მეხსირება. შესაძლებელია მწარმოებელმა აღნიშნული სერია არაპერსპექტიულობის გამო დახუროს. ყოველ შემთხვევაში S90-ზე მომუშავე აპარატების გამოსვლა უახლოეს მომავალში არ არის ანონსირებული.

UIQ-ს ლიდერად Sony Ericsson (P800, P900, P910, P990) და Motorola (Motorola A920/A925, Motorola A1000) გვევლინება. ამ ინტერფისისთვის დამახასიათებელია სენსორული, 240X320 გაფართოების მქონე ეკრანი და ზოგ შემთხვევაში QWERTY კლავიატურა. ოპერაცილი სისტემის ამ ნაწილში აგრეთვე, საკმაოდ მყარი პოზიციები უკავია BenQ-ს P30 და P31-ით. ერთადერთი Nokia-ს UIQ აპარატი არის 6708, ჩვეულებრივი კლავიატურითა და სენსორული ეკრანით, რომელიც რეალურად Nokia-ს ბრანდით გამოშვებული BenQ-ს P30-ია.

დღეისთვის არსებობს S60-ს ბოლო, მესამე რედაქცია, ვერსიით 9.1 (მასზე მუშაობენ Nokia 3250, Nokia N71, Nokia N80, Nokia N91, Nokia N92, Nokia E60, Nokia E61, Nokia E70 და სხვა), რომელშიც ოპერაციული სისტემის დონეზე რეალიზებულია Bluetooth 1.2 ვერსია (დამატებულია SIM Access profile, რაც საავტომობილო გარნიტურებთან ხმამაღალი კავშირის დამყარების სრულ ფუნქციონალურობას განაპირობებს), WLAN (Wi-Fi), USB 2.0, SD , Mini SD ბარათების, QWERTY კლავიატურის, WCDMA Cell Broadcast (CBS) შეტყობინებების მიღების, მხარდაჭერა. ეს არის ძირითადი, მაგრამ, არასრული ჩამონათვალი იმ ცვლილებებისა და დამატებებისა რაც მესამე რედაქციაში შევიდა. მეორე რედაქციის ანუ S60 2nd Edition, Feature Pack 3 — Symbian OS 8.1-ს ქვეშ მომუშავე აპარატები ARM9 ტიპის 220 MHz სიხშირიანი პროცესორებით არიან აღჭურვილნი.

  • S60 1st Edition — Symbian OS v6.1

Nokia 7650, Nokia 3650, Nokia 3660, Nokia N-Gage, Nokia N-Gage QD, Sendo X и PoverPC Sendo X1, Siemens SX1

  • S60 2nd Edition — Symbian OS v7.0s

Nokia 6600, Nokia 7610, Nokia 6260, Nokia 3230, Nokia 6670, Panasonic X700, Panasonic X800, Samsung D720, Samsung D730

  • S60 2nd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v8.0a

Nokia 6630, Nokia 6680, Nokia 6681, Lenovo P930

  • S60 2nd Edition, Feature Pack 3 — Symbian OS v8.1a

Nokia N70, Nokia N90

  • S60 3rd Edition, Feature Pack 1 — Symbian OS v9.1

Nokia 3250, Nokia N71, Nokia N80, Nokia N91, Nokia N92, Nokia E60, Nokia E61, Nokia E70

  • S60 3rd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v9.2

nokia 6120

  • S60 3rd Edition, Feature Pack 2 — Symbian OS v9.3

nokia 6220;

პროგრამული უზრუნველყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი პლათფორმისთვის იქმნება განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც აპარატურული და პროგრამული განსხვავებებიდან გამომდინარეობს. პლატფორმათა შორის პროგრამების, თამაშების და სხვა აპლიკაციებიების თავსებადობა შეუძლებელია. Symbian OS-ისთვის განკუთვნილი პროგრამები C++ პროგრამულ ენაზე იწერება და გააჩნია sis. გაფართოება (sesx. S60 3rd Edition-ის შემთხვევაში). S60-ისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიან კომპანიები: Symbian Ware, Paylok, WirdPalm, LonelyCatGames, AgileMobile, Unteh, Opera, Access Systems, SysOpen Digia და მრავალი სხვა.

თვითონ პროგრამები პირობითად, შესაძლებელია: სისტემური, მულტიმედია, ინტერნეტ, საოფისე, უსაფრთხოების და სხვა კატეგორიებად დაიყოს. ეს დაყოფა პირობითია რადგანაც ხშირად გვხვდება ისეთი ტიპის პროგრამები რომლებიც შესაძლებელია არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდეს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და საჭირო ფუნქციებს შეიცავს.

სისტემურ პროგრამებში ერთიანდება ფაილ-მენეჯერები (FileMan, FExplorer, Symbian Commander), მათი მეშვეობით შესაძლებელია ტელეფონის შიდა და მეხსიერების ბარათზე არსებულ ფაილებთან მუშაობა და სხვადასხვა ოპერაციების შესრულება. ZIP, RAR არქივებთან სამუშაო პროგრამები (ZipMan,S60zip). ტელეფონში გაშვებული პროცესების, ოპერატიული მეხსიერების კონტროლისთვის განკუთვნილი პროგრამები (AppMan, Memory Monitor, DevMan).

მულტიმედია პროგრამების სიუხვე აშკარად შესამჩნევია S60-ების მომხმარებელთათვის და მასში იგულისხმება ფოტო-ვიდეო-აუდიო გადამღებები, ჩამწერები, რედაქტორები; აუდიო და ვიდეო დამკვრელები. ფოტო გადამღებები (Zensis PhotoRite, Photographer, CameraFX, Scalado PhotoTwister) მნიშვნელოვნად ვერ ცვლიან საბოლოოდ სურათის ხარისხს, თუმცა სხვადასხვა ეფექტების, სცენების გამოყენებით ამრავალფეროვნებენ მობილური ფოტოგრაფიის პროცესს. ხშირად გვხვდება კომბინირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ როგორც ფოტო კამერას, ასევე რედაქტორსაც კი. ურავლესობა მობილური აპარატებისა იღებს ვიდეოს 3GP. ფორმატში, მაქსიმალური გაფართოებით 176X144. შედეგად მიღებული ვიდეო რგოლი დიდი ხარისხიანობით არ გამოირჩევა. სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებისთვის არის შექმნილი პროგრამა ETI Camcorder, რომელიც ვიდეოს avi. ფორმატში იღებს. ჯამში გამოდის საკმაოდ ნორმალური გამოსახულება. აღნიშნული პლათფორმის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს უამრავი პროგრამა/დიქტოფონი რათა ხმა ულიმიტოდ იქნას ჩაწერილი, რადგანაც მწარმოებელი აუდიო ჩაწერაზე ლიმიტს 1 წუთს ადგენს. აგრეთვე არსებობს პროგრამული შესაძლებლობა უკანა ფონზე მუშაობისას შემომავალი და გამავალი ზარების, საუბრების ჩაწერის ზუსტი დროის, ნომრის და ხანგრძლივობის მითითებით. (PowerDictaphone, CallRecorder). აუდიო, მუსიკალური დამკვრელები (UltraMP3, WMAplus, MP3 Go,MP3 player) უამრავია, უბრალოდ მომხმარებელმა არჩევანი ფუნქციონალურობის: ფორმატების, playlist-ების, ეკვალაიზერების, თეგების მხარდაჭერის მიხედვით უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ვიდეო დამკვრელებს (SmartMovie, DVDPlayer) ისინი avi. ფორმატის ვიდეო ფაილების დასაკვრელად გამოიყენებიან და აუცილებელია ტელეფონზე Xvid კოდეკის დაყენება. საინტერესოა GPRS რადიო (Mobiedge.Radio, Virgin Radio, VirtualRadio, Virtual.Radio), რომლის საშუალებით, GPRS-ის გამოყენებით შესაძლებელია მოუსმინოთ ათასობით, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის რადიო არხებს.

ინტერნეტ პროგრამების კატეგორია აერთიანებს ინტერნეტ ბრაუზერებს, მესენჯერებს, IRC, მაილ კლიენტებს და ა.შ. ინტერნეტ ბრაუზერებიდან საინტერესოა ნორვეგიული კომპანია Opera-ს ბრაუზერი ამავე სახელწოდებით, აგრეთვე Access System-ის NetFront. მათი დახმარებით მობილურიდან მთელ ინტერნეტში მოგზაურობაა შესაძლებელი. უამრავ სხვა ფუნქციასთან ერთად მათ გააჩნიათ პაროლების მენეჯერის და RSS-ების მხარდაჭერა. დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია უამრავი მესენჯერი მოიძიოს თავისი ტელეფონისთვის, მაგრამ არსებობს კომბინირებული პროგრამებიც, როგორიცაა AgileMessenger. იგი აერთიანებს ICQ, AOL, Google, MSN და Yahoo მესენჯერებს, ყველა საუკეთესო ფუნქციის გათვალისწინებით. IRC კლიენტებიდან აღსანიშნავია პროგრამა Wireless IRC. მესენჯერების მსგავსად მაილ კლიენტებიც (MobiMail, Profimail, PhotoMailer) საკმაოდ ბევრია. არჩევანი კვლავ მომხმარებელზეა ფუნქციონალურობისა და პროტოკოლების მხარდაჭერის გათვალისწინებით.

საოფისე პროგრამები საშუალებას იძლევა მომხმარებელს ტელეფონში ჰქონდეს მობილური ოფისი და იმუშაოს word, exell, powerpoint, pdf ფაილებთან (IGO Quick Office, AdobeReader) ასევე წაიკითხოს ელექტრონული წიგნები (eBook Reader, eBible, BReader) და ისარგებლოს ლექსიკონებით (abbyy lingvo, Advanced English Dictionary).

მას შემდეგ, რაც Symbian OS-ის ქვეშ მომუშავე სმარტფონებს კომპიუტერების მსგავსად ვირუსები დაემუქრნენ, მობილური ტელეფონებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებმა უფრო მეტად გაამახვილეს ყურადღება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მობილური ტელეფონის ვირუსებს არ შესწევთ ძლიერი დესტრუქციული ძალა, მაგრამ უდავოა რომ ისინი სახიფათონი არიან. შესაბამისად ანტივირუსები ბლომადაა: S-MOBILE VirusGuard, SimWorks Anti-Virus, symantec antivirus, F-Secure, Kaspersky antivirus. ისინი ერთი საქმის შესასრულებლად და სხვადასხვა ფუნციონალური დატვირთვით არიან შექმნილნი. ფუნქციებიდან ზოგადად აღსანიშნავია: ცეცხლოვანი კედელი (FireWall), უკანა ფონზე მუშაობის შესაძლებლობა, ავტო სკანირება მითითებულ დროსა და GPRS-ით ბაზების განახლების შესაძლებლობა. ანტივირუსების გარდა, ამ კატეგორიაში პერსონალური ინფორმაციის დამცველი პროგრამებიც უნდა ვახსენოთ. თუ კი მომხმარებელს სურს დამალოს ან პაროლის გარეშე წვდომის უფლება არ მისცეს სხვა პირებს სმს-ებზე, კონტაქტებზე, გალერეაზე მაშინ საჭიროა MumSmS, SMSguard, SmartGuard, sCrypto და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nokia and Accenture Finalize Symbian Software Development and Support Services Outsourcing Agreement
  2. Lextrait, Vincent. (January 2010) The Programming Languages Beacon, v10.0. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
  3. Nokia transitions Symbian source to non-open license. Ars Technica. Retrieved 12 June 2014.
  4. Lee Williams Symbian on Intel's Atom architecture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2009. ციტირების თარიღი: 31 March 2010.. blog.symbian.org. 16 April 2009
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Symbian_OS“-დან