ჭანდარი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანდარი (ახალგორის რაიონი))
ჭანდარი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (გდუს თემი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1310 მ, ახალგორიდან 18კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.
ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.[1]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.