წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
წაბლიანი
Баҕрыҧшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მიქელრიფში
კოორდინატები 43°31′42″ ჩ. გ. 40°05′41″ ა. გ. / 43.52833° ჩ. გ. 40.09472° ა. გ. / 43.52833; 40.09472
ადრეული სახელები დერეკეი
მოსახლეობა 80 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
წაბლიანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

წაბლიანი (აფხ. Баҕрыҧшь[1] „ბაგრიფშ“; ყოფილი დერეკეი - ღაშინთაქი — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 360 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. კვარჭიას ცნობით, ესაა ძველი ბაღრიფში. სახელწოდება მომდინარეობს აბაზური თემის სახელიდან ბაღ (შდრ. აფხაზური გვარსახელი ბაღბა) და „ბაღების გორას“ ნიშნავს. XIX საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა სომხური დასახლება გოშენდაკ-დერეკეი (დერეკეი), რომელსაც 1948 წელს ქართული სახელი წაბლიანი ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ბაგრიფშ (Багрыҧшь).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 80 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 80 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Е. Кәарҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.