ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ცოდნისკარი
Ҧхысҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მიქელრიფში
კოორდინატები 43°29′46″ ჩ. გ. 40°05′32″ ა. გ. / 43.49611° ჩ. გ. 40.09222° ა. გ. / 43.49611; 40.09222
მოსახლეობა 116 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ცოდნისკარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ცოდნისკარი (აფხ. Ҧхысҭа[1]; ყოფილი შურინოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (მიქელრიფშის თემი), მდინარე ტროიცკის (ფხისთის ერთ-ერთი სათავე) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 550 მ, გაგრიდან 50 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX ს. ბოლოს აქ შეიქმნა სოფელი შურინოვკა. ვ. კვარჭიას ცნობით, ადრე, ამ ადგილას იყო სოფელი ფხისთა. 1930 წელს შურინოვო მიქელრიფშის თემში შედიოდა. 1948 წელს შურინოვკა-ს ქართული სახელი ცოდნისკარი ეწოდა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფხისთა (Ҧхысҭа).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 116 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 116 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Е. Кәарҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.