შინაარსზე გადასვლა

გოგოლესუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქვემო ფარცხმა)
სოფელი
გოგოლესუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გოგოლესუბანი
კოორდინატები 42°01′34″ ჩ. გ. 42°13′28″ ა. გ. / 42.02611° ჩ. გ. 42.22444° ა. გ. / 42.02611; 42.22444
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ადრეული სახელები ქვემო ფარცხმა
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 858[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %, სომხები 0,4 %, რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოგოლესუბანი — საქართველო
გოგოლესუბანი
გოგოლესუბანი — გურიის მხარე
გოგოლესუბანი
გოგოლესუბანი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
გოგოლესუბანი

გოგოლესუბანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული გოგოლესუბანი).

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ტერასულ ვაკე-დაბლობზე, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2,5 კმ, საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 21 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.[2]

სოფლის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა და შედიოდა ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. 1908 წელს ეწოდებოდა გოგოლესუბანი, თუმცა ამ სახელით იხსენიებოდა უკვე 1898 წელს.[3] 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ. 1954-1990 წლებში ეკუთვნოდა შუაგანახლების სასოფლო საბჭოს.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის აგვისტოს ბრძანებულებით ჩოხატაურის რაიონის შუა განახლების სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფელი გოგოლესუბანი და შეიქმნა გოგოლესუბნის სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ გოგოლესუბანში.[4]

გოგოლესუბნის განძი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII-XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. ნაპოვნი მასალა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 858 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1908[5]470
1911[6] 1165
2002[7] 1051515536
2014[1] 858438420

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
  3. „ცნობის ფურცელი“ N635 გვ. 2 22 სექტემბერი, 1898
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N8 (601), გვ. 81, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  5. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
  6. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
  7. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II