ფრანჩესკო V (მოდენა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრანჩესკო V
Duca Francesco V di Modena.jpg
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 21 იანვარი, 1846
მმართ. დასასრული: 11 ივნისი, 1859
წინამორბედი: ფრანჩესკო IV
მემკვიდრე: საჰერცოგო გააუქმა რისორჯიმენტომ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ივნისი, 1819
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1875, (56 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ადელგუნდა ბავარიელი
შვილები: ანა ბეატრიჩე
სრული სახელი: ფრანჩესკო ფერდინანდო ჯემინიანო
დინასტია: ჰაბსბურგ-ესტე
მამა: ფრანჩესკო IV, მოდენის ჰერცოგი
დედა: მარია ბეატრიჩე სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო V (იტალ. Francesco V; დ. 1 ივნისი, 1819, მოდენა, მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგო — გ. 20 ნოემბერი, 1875, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს უკანასკნელი ჰერცოგი 1846-1859 წლებში. აგრეთვე მირანდოლის, მასას, კარარასა და გუასტალის ჰერცოგი და დინასტიის მეთაური. ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მარია ბეატრიჩე სავოიელის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1819 წლის 1 ივნისს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარია ბეატრიჩე სავოიელის უფროსი ვაჟი. იგი დაბადებიდან ხუთ დღეში კათოლიკედ მონათლა ადგილობრივმა არქიეპისკოპოსმა, მისი ნათლია კი თავად ავსტრიის იმპერატორი ფრანც I იყო.

ფრანჩესკო V 1857 წელს

1840 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ ფრანჩესკო გახდა იაკობინელთა კანდიდატი ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ტახტზე, რომლებიც მას მეფე ფრანცის I-ს უწოდებდნენ. ეს იმიტომ, რომ იაკობინელები უარყოფნენ ჰანოვერების ლეგიტიმაციას ტახტზე და სტიუარტთა ლეგიტიმურ შთამომავლებს ცნობდნენ მეფეებად, რომელიც ამ პერიოდში უკვე ფრანჩესკო იყო, რომელიც დედის ხაზით ჩარლზ I-ის პირდაპირი შთამომავალი იყო.

1842 წლის 30 მარტს ფრანჩესკო დააქორწინეს პრინცესა ადელგუნდა ბავარიელზე, ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის ქალიშვილზე. 1848 წელს დაიბადა მათი ერთადერთი შვილი, პრინცესა ანა ბეატრიჩე, რომელიც 1849 წელს დაიღუპა.

1846 წლის 21 იანვარს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტს ფრანჩესკო V იკავებს. 1847 წლის 18 დეკემბერს თავისი ბიძაშვილის, მარი ლუიზის გარდაცვალების შემდეგ, ფრანჩესკო იკავებს გუასტალის საჰერცოგოს ტახტსაც.

1848 წლის რევოლუციის დროს ფრანჩესკო იძულებული გახდა, რომ თავისი საჰერცოგოები ავსტრიული ჯარებისაგან გაეწმინდა, რამაც იგი ერთობ სუსტ და დაუცველ პოზიციაში ჩააყენა. სულ 11 წელიწადში, 1859 წლის 11 ივნისს სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის ჯარები ფრანგების დახმარებით შეიჭრნენ მოდენაში და ფრანჩესკოს მთელი სამფლობელოები დაიპყრეს, შემდეგ კი ისინი გაერთიანებული იტალიის ტერიტორიებში შეიყვანეს. ამგვარ პირობებში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა იტალია და ცოლთან ერთად ავსტრიაში გაქცეულიყო, სადაც თავი თავის ბიძაშვილს, იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს შეაფარა.

ამის შემდეგ იგი ცოტა ხნით ცოლთან ერთად ეწვია ბავარიას, 1864 წელს მასთან ერთად ახლო აღმოსავლეთშიც იმოგზაურა, დანარჩენი სიცოცხლე კი ვენის საიმპერატორო კარზე გაატარა.

ფრანჩესკო გარდაიცვალა 1875 წლის 20 ნოემბერს ვენაში, 56 წლის ასაკში. მას შვილები არ დარჩენია, მისმა ქვრივმა კი 1914 წლამდე იცოცხლა, მაგრამ აღარ გათხოვილა.

აღსანიშნავია, რომ ფრანჩესკო ფლობდა ოქროს საწმისის, ლომის, წმინდა ხარების, ესტეს დიდი მაგისტრისა და სხვა მრავალ საპატიო ღირსების ორდენს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Giornale della Reale Ducale Brigata Estense, Ristampa anastatica Aedes Muratoriana, Modena 1977
  • Gian Carlo Montanari, I Fedelissimi del Duca – La Brigata Estense, Edizioni il Fiorino, Modena 1995
  • Elena Bianchini Braglia, In esilio con il Duca, Il Cerchio Iniziative Editoriali, Rimini 2007. ISBN 88-8474-134-3
  • Nicola Guerra, "I filoestensi apuani durante il processo di unita' nazionale" in Rassegna storica Toscana, 2003