კარლ V

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კარლ V ჰაბსბურგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ V & I
Elderly Karl V.jpg
საღვთო რომის მე-20 იმპერატორი
კორონაცია: 26 ოქტომბერი, 1520, ვენა, ავსტრია
22 თებერვალი, 1530, მილანი, იტალია
მმართ. დასაწყისი: 28 ივნისი 1519
მმართ. დასასრული: 27 აგვისტო 1556
წინამორბედი: მაქსიმილიან I
მემკვიდრე: ფერდინანდ I
გაერთიანებული ესპანეთის პირველი მეფე
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი 1516
მმართ. დასასრული: 16 იანვარი 1556
წინამორბედი: ფერდინანდ II არაგონელი
მემკვიდრე: ფილიპე II


სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ავსტრიის ერცჰერცოგი
ნიდერლანდების გრაფი
ბურგუნდიის ჰერცოგი
ნეაპოლის მეფე
სიცილიის მეფე
სამხრეთ ამერიკის იმპერატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 თებერვალი 1500
დაბ. ადგილი: გენტი ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 21 სექტემბერი 1558
გარდ. ადგილი: ესტრემადურა, ესპანეთის კოლონიური იმპერია
მეუღლე: ისაბელ პორტუგალიელი
შვილები: ფილიპე II (ესპანეთი)
მარია ესპანელი
მარგარეტ ესპანელი
ხუანა ესპანელი
ინფანტი ხუანი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I ლამაზი
დედა: ხუანა I შეშლილი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი

კარლ V (ლათ. Carolus V, ნიდერლ. Karel V, ფრანგ. Charles V, გერმ. Karl V; დ. 24 თებერვალი 1500 გენტი - გ. 21 სექტემბერი 1558 ესტრემადურა ესპანეთი) — 1519 წლიდან საღვთო რომის იმპერატორი ჰაბსბურგთა დინასტიიდან, ხოლო 1516 წლიდან ესპანეთის მეფე, როგორც კარლოს I. 1556 წელს ის ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და საღვთო რომის იმპერიაში უმცროსი ძმა, ფერდინანდ I გახდა მემკვიდრე, ხოლო ესპანეთში — შვილი ფილიპე II.

კარლი იყო ფილიპე I-ისა (ლამაზი) და ხუანა კასტილიელის უფროსი ვაჟი. ასევე, იყო იზაბელა კასტილიელის შვილიშვილი. როგორც სამი მონარქიის მემკვიდრე (ჰაბსბურგების, ბურგუნდიული ნიდერლანდებისა და კასტილია—არაგონის), კარლი მართავდა ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას; ასევე ესპანურ კოლონიებს ამერიკასა და აზიაში. როგორც კასტილიის, არაგონიისა და ლეონის პროვინციის ერთპიროვნული მმართველი, ის გახდა ესპანეთის პირველი მეფე. 1519 წელს, კარლი გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი. კარლის გავლენის ქვეშ მოექცა ევროპის, ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის მიწები, საერთო ჯამში დაახლოებით ოთხ მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობით.

გამეფებიდან მალევე კარლმა წამოიწყო იტალიური ომები საფრანგეთის წინააღმდეგ. უდიდესი ხარჯების მიუხედავად, საომარი მოქმედებები წარმატებული აღმოჩნდა. 1525 წელს, პავიის ბრძოლის შემდეგ, კარლის ჯარებმა დაიმორჩილეს მილანი და ფრანშ-კონტე, რომლებიც ფრანგული ძალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. კარლის მეტოქემ სულეიმან I-მა 1526 წელს მოახერხა უნგრეთია დაპყრობა და ქრისტიანთა დამარცხება. თუმცა, 1529 წელს, ოტომანთა მცდელობა აეღოთ ვენა მარცხით დასრულდა.

კარლის მმართველობის პერიოდში, ახლადაღმოჩენილ კონტინენტზე (ამერიკა), ესპანეთმა მოახერხა მექსიკისა და პერუს ტერიტორიების დაპყრობა და ტერიტორიების გაფართოება. კარლი უშუალოდ უწევდა მეთვალყურეობას კოლონიზაციის პროცესს. მან ასევე უზრუნველჰყო ფერნანდო მაგელანის ხუთი გემით მომარაგება, რომელთაც პირველებმა შემოუარეს დედამიწას. ამ საზღვაო ექსპედიციისას მოხდა ესპანეთის კოლონიის დაარსება კუნძულ ფილიპინებზეც.

ომებით დაღლილი და მშვიდობასმოწყურებული კარლი, 1556 წელს გადადგა. საღვთო რომის იმპერიაში გამეფდა მისი უმცროსი ძმა ფერდინანდ I, ხოლო ესპანეთში შვილი, ფილიპე II. ეს ორი იმპერია XVIII საუკუნემდე მოკავშირეებად დარჩნენ.

1558 წლის 21 სექტემბერს კარლ V მალარიით გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ესკორიალის სამეფო პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კარლ_V&oldid=3261271“-დან