მაქსიმილიან II (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმილიან II
Maximillian II
საღვთო რომის 22-ე იმპერატორი
კორონაცია: 26 ივლისი, 1564, ვენა, ავსტრია
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი 1564
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი 1576
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: რუდოლფ II
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-4 ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 1564
მმართ. დასასრული: 12 ოქტომბერი, 1576
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: რუდოლფ II
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 8 სექტემბერი, 1563, პრესბურგი
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი, 1563
მმართ. დასასრული: 25 სექტემბერი 1572
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: რუდოლფ II
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 20 სექტემბერი, 1526, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 19 სექტემბერი 1562
მმართ. დასასრული: 22 სექტემბერი 1575
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: რუდოლფ II
სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ივლისი 1527
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 12 ოქტომბერი 1576
გარდ. ადგილი: რეგენსბურგი საღვთო რომის იმპერია
მეუღლე: მარია ესპანელი
შვილები: ანა ავსტრიელი
ფერდინანდ ავსტრიელი
რუდოლფ II
ერნესტ ავსტრიელი
ელიზაბეთ ავსტრიელი
მარია ავსტრიელი
იმპერატორი მათე
მაქსიმილიან III ავსტრიელი
ალბერტ VII ავსტრიელი
ვენეცელი ავსტრიელი
ფრიდრიხ ავსტრიელი
მარია ავსტრიელი
კარლ ავსტრიელი
მარგარეთ ავსტრიელი
ელეონორა ავსტრიელი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I
დედა: ანა იაგელონი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი

მაქსიმილიან II (დ. 31 ივლისი 1527 — გ. 12 ოქტომბერი 1576) — 1562 წლიდან ბოჰემიის მეფე, 1563 წლიდან უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ხოლო 1564 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — საღვთო რომის იმპერატორი. ის იყო ჰაბსბურგთა დინასტიის მე-5 წარმომადგენელი საღვთო რომის საიმპერატორო ტახტზე.

ბიძამისის, კარლ V-ის მმართველობის პერიოდში იყო საქსონიის მმართველი. 1547 წელს იქორწინა თავის ბიძაშვილზე, მარია ესპანელზე, რომელთანაც 16 შვილი შეეძინა. 1558 წელს ოფიციალურად გამოცხადდა საღვთო რომის იმპერიისა და ავსტრიის ტახტის მემკვიდრედ. 1564 წელს, მამამისის, ფერდინანდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ვენაში ეკურთხა საღვთო რომის 22-ე იმპერატორად.

მისი მმართველობის დროს ქვეყანაში მძვინვარებდა პროტესტანტული კონფესიონალიზმი. ის აქტიურად დევნიდა პროტესტანტებს და ცდილობდა ქრისტიანობის გაერთიანებას, მაგრამ უშედეგოდ. ასევე მან ვერ შეძლო მისი ერთ-ერთი დასახული მიზნის მიღწევა: ოსმალების განდევნა უნგრეთიდან.

1566 წელს დაკარგა სიგეტვარის ციხე-სიმაგრე, რომელიც ავსტრიელთა უმთავრესი პლაცდარმა იყო თურქებთან ბრძოლების დროს. 1568 წელს ოსმალებთან დადო ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მუსლიმთა ხელში გადავიდა ვლახეთი, ბესარაბია და უნგრეთის მცირე ნაწილი.

1575 წელს პოლონეთისა და ლიტვის მემამულეთა ნაწილმა გადაწყვიტა მაქსიმილიანი აერჩიათ სტეფანე ბატორის საწინააღმდეგოდ პოლონეთის მეფედ, თუმცა მისმა კანდიდატურამ ვერ მოიპოვა სათანადო მხარდაჭერა და იძულებული გახდა უარი ეთქვა პოლონეთზე.

პოლონეთში შეჭრის სამზადისისას, 1576 წლის 12 ოქტომბერს მაქსიმილიანი გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე ყოფნისას მან უარი განაცხადა ზიარებაზე და წესის აგებაზე. დაკრძალულია პრაღაში, წმინდა ვიტის კათედრალურ ტაძარში.

მაქსიმილიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი 8 ვაჟიდან იმპერატორად აირჩიეს უფროსი, რუდოლფ II, ხოლო დანარჩენები იმპერიის სხვადასხვა ნაწილების მმართველობას დასჯერდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 500.
  • Volker Bibl: Kaiser Maximilians II. Erklärung vom 18. August 1568 über die Ertheilung der Religions – Concession. In: Mitteilungen des Instituts für österreichische Geschichtsforschung 20 (1899), S. 638 ff.
  • Viktor Bibl: Maximilian II. der rätselhafte Kaiser – ein Zeitbild. Hellerau bei Dresden, 1929.
  • Grete Mecenseffy: Maximilian II. in neuer Sicht in: Jahrbuch der Gesellschaft für die Geschichte des Protestantismus in Österreich 92 (1976), S. 42–53.
  • Friedrich Edelmayer (Hrsg.): Kaiser Maximilian II. Kultur und Politik im 16. Jahrhundert. Oldenbourg, München 1992, ISBN 3-486-55932-X.
  • Paula Sutter Fichtner: Emperor Maximilian II. Yale Univ. Press, New Haven, Conn. u.a. 2001, ISBN 0-300-08527-3.
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern, Piper Verlag 2007, ISBN 978-3-492-24753-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]