ერნესტ ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერნესტ ავსტრიელი
El archiduque Diego Ernesto de Austria.jpg
დაბ. თარიღი 15 ივნისი 1553
ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი 20 თებერვალი 1595
ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები
რელიგია ქრისტიანობა, კათოლიციზმი
მშობლები მამა: მაქსიმილიან II
დედა: მარია ესპანელი

ერნესტ ავსტრიელი (გერმ. Karl II. Ernst von Österreich; დ. 15 ივნისი 1553, ვენა — გ. 20 თებერვალი 1595, ბრიუსელი) — შუა ავსტრიის ერცჰერცოგი, ასევე ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1594-1595 წლებში, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის მეოთხე შვილი.

დაიბადა 1553 წელს, ქალაქ ვენაში, ფერდინანდ I-ის მმართველობის პერიოდში.

აღიზარდა და განათლება მიიღო ესპანეთში, ბიძამისის,ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის კარზე, მადრიდში.

1573 და 1587 წელს იყო პოლონეთის მეფობის კანდიდატი.

მამის, მაქსიმილიან II-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მამულები შუა ავსტრიაში, აქტიურად დევნიდა პროტესტანტებს.

1590 წელს მისმა ძმამ, იმპერატორმა რუდოლფ II-მ, დანიშნა მისი ბიძაშვილის, შუა ავსტრიის ერცჰერცოგისა და მომავალი საღვთო რომის იმპერატორის ფერდინანდის რეგენტად. ერნესტმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა და დიდი როლი ითამაშა ფერდინანდის აღზრდაში.

1594-1595 წლებში იყო ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. გარდაიცვალა 1595 წლის 20 თებერვალს, ბრიუსელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Joseph Haydn, James Bertrand Payne: Haydn's universal index of biography from the creation to the present time: for the use of the statesman, the historian, and the journalist, E. Moxon, 1868. pp. 156
  • Almut Bues: Die habsburgische Kandidatur für den polnischen Thron während des Ersten Interregnums in Polen 1572/1573. Dissertationen der Universität Wien, Vereinigung der wissenschaftlichen Gesellschaften Österreichs, Wien 1984, ISBN 3-85369-559-0.