შინაარსზე გადასვლა

ჰაინრიხ V (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ჰაინრიხი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხი (მრავალმნიშვნელოვანი).
მეფე ჰაინრიხ V

ჰაინრიხ V (გერმ. Heinrich V; დ. 8 იანვარი, 1081 — გ. 23 მაისი, 1125, უტრეხტი) — გერმანიის მეფე 1106 წლიდან, საღვთო რომის იმპერატორი 1111 წლიდან, ჰაინრიხ IV-ისა და ბერტა სავოიელის ძე. მამის სიცოცხლეშივე დაუკავშირდა მის მოწინააღმდეგეებს —პაპს და გერმანიის მთავრებს. შემდეგ განაგრძო ბრძოლა ინვესტიტურისათვის, რომელიც საბოლოოდ კომპრომისული ვორმსის კონკორდატით დასრულდა (1122). დაკრძალულია შპაიერის ტაძარში.

დაქორწინებული იყო მატილდა ინგლისელზე. ჰაინრიხ V-ს და მატილდა ინგლისელს შვილები არ შეძენიათ.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 592.
  • Bryce, James. The Holy Roman Empire. MacMillan, 1913
  • Comyn, Robert. History of the Western Empire, from its Restoration by Charlemagne to the Accession of Charles V, Vol. I. 1851